ლივ 52 – LIV 52

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მცენარეული კომბინირებული პრეპარატი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტული საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. ახასიათებს ანტიოქსიდანტური და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება. აქვეითებს უჯრედული მემბრანის დეგრადაციას, განპირობებულს ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდ ფოსფატ (ნადფ)–დამოკიდებული ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვით, ჰეპატოციტებში ზრდის ტოკოფეროლის (ანტიოქსიდანტი) კონცენტრაციას, აღკვეთავს რადიკალური დერივატების წარმოქმნას. აწესრიგებს ღვიძლის ცილოვანსინთეზურ ფუნქციას, ასტიმულირებს ღვიძლის უჯრედების აღდგენას; ახდენს ნაღვლის გამომყოფ მოქმედებას, აძლიერებს აცეტალდეჰიდის გამოყოფის სიჩქარეს, აქვეითებს ეთანოლის და სხვა ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების ტოქსიურ ზემოქმედებას; უზრუნველყოფს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:
ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული ინფექციური, ტოქსიური, წამლისმიერი);
ღვიძლის ციროზი, ცხიმოვანი ჰეპატოზი.
მადის დაქვეითება და ანორექსია (ჰიპოტროფია და ბავშვებში ზრდის შეჩერება; ქირურგიული ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ გამოფიტვა). ჰეპატოტოქსიურობის პროფილაქტიკა (მათ შორის, ანტიბიოტიკების, ანტიტუბერკულოზური და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალებების მიღების ფონზე).

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით. ტაბლეტები მოზრდილთათვის – 2–3 ტაბლეტი 2–3–ჯერ დღში, 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 1–2 ტაბლეტი 2–3 –ჯერ დღეში; პროფილაქტიკური მიზნებისათვის – 2 ტაბლეტი 2–ჯერ დღეში.
წვეთები: მოზრდილები – 80–160 წვეთი (1–2 ჩაის კოვზი) 2–ჯერ დღეში, 2 წელზე უფროსი ასაკის – 10–20 წვეთი 2–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* ორსულობა, ლაქტაცია.
* ბავშვთა ასაკი (6 წლამდე – ტაბლეტისთვის, 2 წლამდე – წვეთებისთვის).

სიფრთხილით: კუჭ–ნაწლავის ანთებითი დაავადებებისას.

გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქციები, დისპეფსია.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები,  შეფუთვაში 100 ც.

მწარმოებელი: HIMALAYA DRUG

გაფრთხილება