მეტიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი

მეტიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი  (ინგლ. Methicillin-resistant Staphylococcus aureus). ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომლის მიერ ადამიანში გამოწვეული ინფექციური დაავადება, რთულად ექვემდებარება მკურნალობას. იწვევს სეფსისს და პნევმონიას. მას ასევე უწოდებენ ოქროსფერ სტაფილოკოკს, რომელიც მდგრადია მრავალი სამკურნალო პრეპარატის მიმართ ან ოქსაცილირეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკს. მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი არის ოქროსფერი სტაფილოკოკის ნებისმიერი შტამი, რომელიც მდგრადია ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკების ჯგუფის მიმართ (მათ შორის არის პენიცილინები და ცეფალოსპორინები). მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი ადაპტირებულია მეტიცილინის, დიკლოქსაცილინის და ოქსაცილინის  მიმართ. საავადმყოფოს შიგა ინფექციების უმრავლესობა, სწორედ ამ შტამებით არის გამოწვეული. ღია ჭრილობის და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები, წარმოადგენენ რისკ-ჯგუფებს, ვიდრე სხვა პაციენტები. საავადმყოფოს პერსონალის მიერ სანიტარული წესები უგულვებელყოფა, შეიძლება გახდეს, პაციენტის ოქროსფერი სტაფილოკოკით დასნებოვნების მიზეზი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.