ლითორექსი / Lithorex

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები

•          თირკმლის კენჭების პრევენცია
•          ეხმარება საშარდე სისტემაში  კენჭების გადაადგილებას
•          შარდმდენი
•          ანთებისსაწინააღმდეგო
•          სპაზმოლიზური

შემადგენლობა
გოგრის (Cucurbita pepo) თესლის მშრალი ექსტრაქტი, ოფის (Populus nigra) და ყვავილწვრილას (Solidago canadensis) ფოთლები.

მოქმედი ნივთიერებები
ფლავონოიდები, სალიცინი,  სტეროიდები და ამინომჟავები

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები
აქვთ ანტიოქსიდანტური და თავისუფალი რადიკალების შემბოჭველი თვისებები. ამ მედიკამენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტი-მიკრობული, დიურეზული, ანტისპაზმური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები და აქედან გამომდინარე უსაფრთხოა მისი გამოყენება ანთების, ინფექციის, თირკმლის კენჭების (გადაადგილების დამხმარე)  და თირკმელში კენჭების ფორმირების პრევენციისთვის.

ოფი შეიცავს სალიცინის მსგავს გლიკოზიდებს, რის გამოც მას აქვს ანტიპირეტული და დიურეზული ეფექტები, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას  საშარდე გზების დაავადებების დროს. სალიცილის მჟავის და ფლავონოიდების დერივატები უზრუნველყოფენ ოფის ანტიპირეტულ, ტკივილგამაყჩებელ, ანტისპაზმურ და ანტიბაქტერიულ ეფექტებს; მისი დადებითი ზემოქმედება პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე  (BPH) განპირობებულია მასში თუთიის ლიგნანის არსებობით.

დოზირება და მიღების წესი
მიიღება ყოველ 6 საათში დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ხანგრძლივი გამოყენებისას ხასიათდება კარგი ამტანობით.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები

•          სალიცილატებზე და სხვა პროდუქტში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციები.
•          ორსულობა და ლაქტაცია
•          12 წლამდე (არასაკმარისი მონაცემებია ამ ასაკობრივ ჯგუფში მიღებაზე)
•          ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები
დიარეა, დისპეფსია, და ალერგიული რეაქცია (დაბალი ალბათობით).

ურთიერთქმედება სხვა წამალთან
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს შეიძლება გამოიწვიოს INR-ის აწევა

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მიიღება

დამატებითი შენიშვნები
•          შეინახეთ მედიკამენტი მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას
•          შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში, სინათლისაგან მოშორებულად 15-30°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შეფუთვა
400 მგ-იანი ტაბლეტები, პლასტმასის კონტეინერში 30 ტაბლეტი, მოთავსებული მუყაოს ყუთში

გაფრთხილება