ლოენზარი სანოველი / LOENZAR – Sanovel

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლანსოპრაზოლი/lansoprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა
კაფსულები ———————— 1 კაფს.
ლანსოპრაზოლი ————– 30 მგ
სხვა ინგრედიენტები: E171, E172, E167.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანსოპრაზოლი აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას H+- K+- ატფ-აზას ენზიმური სისტემის სპეციფიკური ინჰიბირების ხარჯზე. ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას და ხასიათდება როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. ლანსოპრაზოლი დოზით 30 მგ სწრაფად აინჰიბირებს მარილმჟავას სინთეზს მთელი დღის განმავლობაში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 30 მგ ლანსოპრაზოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ მარილმჟავას სინთეზი მცირდება 97%-ით, ხოლო 24 სთ-ის შემდეგ – 50%-ით მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. მკურნალობის პირველი კვირის ბოლოს მარილმჟავას სეკრეცია მცირდება 90 %-ით. ლანსოპრაზოლის 30 მგ-ით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას ენდოსკოპიური პარამეტრები იცვლება მეორე კვირის ბოლოს 75 %-ით, მეოთხე კვირის ბოლოს 80,8 %-ით, მერვე კვირის ბოლოს 95 %-ით

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: როგორც ცნობილია მარილმჟავა აზიანებს ლანსოპრაზოლს, ამიტომ იგი პერორალურად მიიღება ნაწლავებში ხსნადი მიკროგრანულების სახით. იგი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას.
გამოყოფა: პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,4 სთ-ს. ნახევრადგამოყოფის პერიოდი არ იცვლება მკურნალობის ხანგრძლივობაზე დამოკიდებულებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი არ ასახავს მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითების ხანგრძლივობაზე მის მოქმედებას. ამგვარად ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 სთ-ზე მცირეა, მაშინ როდესაც მარილმჟავას მაინჰიბირებელი ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 სთ-ზე მეტს. პრეპარატის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო 15-30% შარდთან ერთან მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები
მოზრდილებში პრეპარატი ნაჩვენებია
• კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისთვის;
• აასს-ს მიღებისას კუჭის წყლულოვანი დაავადების რისკის შესამცირებლად;
• რეფლუქს-ეზოფაგიტის და ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობისთვის;
• ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების, მათ შორის ზოლინგერ – ელისონის სინდრომის ხანგრძლივი მკურნალობისას;
• H. Pylori-თ გამოწვეული წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.
1-11 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ნაჩვენებია სიმპტომური რეფლუქს-ეზოფაგიტის და ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობისთვის.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ხანმოკლე მკურნალობა:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ-ს 4 კვირის განმავლობაში.
აასს-ს მიღებისას კუჭის წყლულოვანი დაავადების რისკის შესამცირებლად:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ-ს 8კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტისა და ეროზიული ეზოფაგიტის ხანმოკლე მკურნალობა:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ-ს 8 კვირის განმავლობაში, დადებითი დინამიკის არარსებობისას მკურნალობას აგრძელებენ 8 კვირით.
ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობა (ზოლინგერ – ელისონის სინდრომის)
საწყისი დოზა: 60მგ. დოზის რეგულირება ხდება მკურნალობის შედეგების შესაბამისად. მკურნალობა გრძელდება კლინიკურ გაუმჯობესებამდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 90 მგ-მდე ორჯერ დღეში.
თუ პრეპარატის სადღეღამისო დოზა აღემატება 120 მგ-ს, იგი იყოფა რამოდენიმე მიღებაზე.
H. Pylori-თ გამოწვეული წყლულოვანი დაავადების მკურნალობა:
პრეპარატი ინიშნება ქვემოთჩამოთვლილ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში:
ლანსოპრაზოლი/ამოქსიცილინი
რეკომენდებული დოზა: 30 მგ ლანსოპრაზოლი და 1 გ ამოქსიცილინი 3-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში.
ლანსოპრაზოლი/ამოქსიცილინი/კლარითრომიცინი
რეკომენდებული დოზა: 30 მგ ლანსოპრაზოლი, 1 გ ამოქსიცილინი და 500 მგ კლარითრომიცინი 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.
პრეპარატი მიიღება უზმოდ.
არ შეიძლება მიკროგრანულების დაღეჭვა ან გასრესვა. შეფუთვის გახსნის შემდეგ იგი უნდა იქნას გამოყენებული 1 თვის მანძილზე, დარჩენილი კაფსულების მიღება სასურველი არ არის.
1-11 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომატური მკურნალობა და ეროზიული ეზოფაგიტის ხანმოკლე მკურნალობა:
30 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ-ს 12 კვირის განმავლობაში.
კაფსულის ყლაპვის გაძნელებისას რეკომენდებულია მისი გახსნა და პრეპარატის მიღება შემდეგი სქემით:
1. კაფსულას ხსნიან, მიკროგრანულებს კოვზზე შეურევენ ვაშლის სოუსს, იოგურტს ან მსხლის ხილფაფას და მიიღებენ დაუყოვნებლივ.
2. კაფსულას ხსნიან, მიკროგრანულებს შეურევენ მცირე რაოდენობით (დაახლოებით 60 მლ) ვაშლის, ფორთოხლის ან ტომატის წვენს ჭიქაში და მიიღებენ დაუყოვნებლივ.
სხვა სახის სასმელთან და საკვებთან ერთად პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ამ მიმართულებით კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები
ლანსოპრაზოლი ხასიათდება კარგი ამტანობით. ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენებია:
დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
• ლანსოპრაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული;
• თირკმლის მწვავე უკმარისობა;
• კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის B კატეგორია
ცნობები ლანსოპრაზოლის უსაფრთხოების შესახებ ორსულებსა და მეძუძურ დედებში არ არსებობს. თუმცა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტი არ აღინიშნებოდა, სიფრთხილის მიზნით ორსულებში მისი გამოყენება სასურველი არ არის.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ამ დროს სადღეღამისო დოზა არ აღემატება 30 მგ-ს.

განსაკუთრებული მითითებები
დადგენილია ლანსოპრაზოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1-11 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომური რეფლუქს-ეზოფაგიტის და ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობისას.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჭარბი დოზირება
ლანსოპრაზოლის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირებისას რეკომენდირებულია სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
როგორც ცნობილია ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას არ აღინიშნებოდა კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლანსოპრაზოლსა და იმ პრეპარატებს შორის, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება აღნიშნული სისტემის მეშვეობით. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება ვარფარინი, ანტიპირინი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, პრედნიზოლონი, კლარითრომიცინი, დიაზეპამი. ლანსოპრაზოლისა და ტეოფილინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის კლირენსის დონის უმნიშვნელო მომატება (10%). ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იმ პაციენტების კონტროლი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ ორ პრეპარატს. სუკრალფატისა და ლანსოპრაზოლის ერთდროული მიღებისას 30%-ით მცირდება ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა, აქედან გამომდინარე ლანსოპრაზოლი ინიშნება სუკრალფატის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ლანსოპრაზოლი აფერხებს კუჭის წვენის სეკრეციას, ამიტომ არ არის სასურველი მისი ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის წვენის მჟავიანობის დონეზე. ესენი არიან: კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები და დიგოქსინი.
შესაძლებელია ლანსოპრაზოლისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული მიღება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C-მდე.
ვარგისიანობის ვადა
შენახვის ვადა_ 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.
_ არ გამოიყენოთ ექიმთან შეუთანხმებლად,
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
_ შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანაSANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი

გამოშვების ფორმა: 30 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა #14

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook