ლოროსპრეი / Lorospray

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა: ზეითუნის ზეთი, ქაცვის ზეთი, გულყვითელას ზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი (არომატიზატორი).
240 მგ/720 მგ-ის (დღიური დოზა) შემადგენლობა:
გულყვითელას ზეთი 18 მგ/54 მგ
ქაცვის ზეთი 28,8 მგ/86,4 მგ
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ლოროსპრეი შეიცავს გულყვითელას და ქაცვის ზეთს, რომლებიც ანთებითი პროცესის დროს აუმჯობესებენ სასუნთქი გზების ამომფენი ლორწოვანი გარსის მდგომარეობას. გულყვითელა ამცირებს დისკომფორტს (ფხაჭნის შეგრძნებას) ყელში. ქაცვი ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის აღდგენას და ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას.

გამოყენების წესი: პაციენტმა უნდა შეანჯღრიოს ბოთლი, მოხსნას თავსახური, მოათავსოს პირის ღრუში და 3-ჯერ დააჭიროს გამფრქვევ მექანიზმს, რის შედეგადაც მიიღებს ერთჯერად დოზას _ 240 მგ-ს. სპრეი უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას. გამოიყენება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე.
პრეპარატი არ გამოიყენება, თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების ან რთულყვავილოვანთა (გულყვითელა) ოჯახის მიმართ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება!
პაციენტმა არ უნდა მიიღოს დასაშვებ დღიურ დოზაზე მეტი!
პრეპარატი არ მიიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ!
ინახება თავისივე შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე!

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ გამოიყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული კვებისას

მწარმოებელი: Rigas Farmaceitiska Fabrika, ლატვია
გამოშვების ფორმა: აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება