ლუკასტინი / LUKASTIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): montelukasti/montelukast

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტი.

ათქ კლასიფიკაციის კოდი R03DC03

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
მონტელუკასტის ნატრიუმი………… 10.4 მგ
(რაც შეესაბამება 10 მგ მონტელუკასტს).
დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი საღებავი ნივთიერებების სახით.
საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
მონტელუკასტი (მონტელუკასტის ნატრიუმის ფორმით)….. 4 მგ
1 ტაბ.
მონტელუკასტი (მონტელუკასტის ნატრიუმის ფორმით)….. 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: რკინის წითელი ოქსიდი საღებავი ნივთიერების სახით, ასპარტამი დამატკბობელის სახით და ალუბლის არომატი არომატიზატორის სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მონტელუკასტი არის სელექტიური, პერორალური ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც თრგუნავს ცისტეინურ ლეიკოტრიენულ (CysLT 1) რეცეპტორებს.

ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC 4, LTD 4, LTE 4) ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ეიკოზანოიდებია, რომელთა გამოთავისუფლებაც ხდება სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის მასტოციტებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები უკავშირდებიან ადამიანის სასუნთქ გზებში არსებულ ცისტეინურ ლეიკოტრიენების რეცეპტორებს CysLT. CysLT ტიპი-1 (CysLT 1) რეცეპტორი გვხვდება ადამიანის სასუნთქ ტრაქტში, მათ შორის სასუნთქი გზის გლუვი კუნთების უჯრედებში, საჰაერო გზის მაკროფაგებში და სხვა პროანთებით უჯრედებში (მათ შორის ეოზინოფილებსა და ზოგიერთ  მიელოიდურ ღეროვან უჯრედებში). არსებობს ურთიერთკავშირი ასთმის პათოლოგიასა და CysLT-ს შორის. ასთმის დროს, ლეიკოტრიენები განპირობებებენ რესპირატორული ტრაქტის მხრივ რეაქციებს, რომელთა შორისაა ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, ვასკულარული გამტარობის მომატება და ეოზინოფილების კუმულაცია.
ნაჩვენებია, რომ ცხვირის სასუნთქი გზის რეზისტენტობა და ნაზალური ობსტრუქციის სიმპტომები იზრდება CysLT-ების ინტრანაზალური მიღებისას.
მონტელუკასტი არის ძლიერი და პერორალურად აქტიური ნაერთი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასთმასთან დაკავშირებულ ანთების პარამეტრებს. ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური ბიოანალიზის მიხედვით, იგი სელექტიურად და მაღალხარისხოვნად უკავშირდება CysLT 1 რეცეპტორს (უპირატესობა ენიჭება სხვა ფარმაკოლოგიურად მნიშვნელოვან სასუნთქი გზების რეცეპტორებს, როგორიცაა პროსტანოიდი, ქოლინერგული ან (ბეტა)-ადრენერგული რეცეპტორი). მონტელუკასტი CysLT 1 რეცეპტორზე ძლიერად თრგუნავს LTC4, LTD4, LTE4 ფიზიოლოგიურ ეფექტებს აგონისტური მოქმედების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა
მონტელუკასტი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ.
მოზრდილებში 10 მგ შემოგარსული ტაბლეტის მიღების შემდეგ მონტელუკასტის საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათში. საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 73%-ს.
მონტელუკასტი 99%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმურ ცილებს. მონტელუკასტის განაწილების სტაბილური მოცულობა შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს. მონტელუკასტი ფართოდ მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზებით მიღებისას მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციების აღმოჩენა სტაბილურ მდგომარეობაში მოზრდილებსა და ბავშვებში შეუძლებელია. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით ჩატარებული ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ ციტოქრომები P450 3A4 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი შეადგენს საშუალოდ 45 მლ/წთ-ს ჯანმრთელ მოზრდილებში. მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ექსკრეტირდება მხოლოდ ნაღველით.
მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა ქალებსა და მამაკაცებში ერთიდაიგივეა. დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულებში ან ღვიძლის საშუალო ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭირო არ არის.

ჩვენებები
ლუკასტინი ნაჩვენებია ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისათვის, ალერგიული რინიტის სიმპტომების (სეზონური და ყოველწლიური ალერგიული რინიტის) პრევენციისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
დოზირების რეჟიმი
ლუკასტინი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ. ასთმის ან ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ლუკასტინი მიიღება საღამოს.
მოზრდილები 15 წლის ასაკიდან: 10 მგ მიიღება დღეში ერთხელ ასთმის ან სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.
ბავშვებში 6-დან 14 წლამდე: 5 მგ საღეჭი ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ ასთმის ან სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვებში 2-დან 5 წლამდე: 4 მგ (დასაღეჭი ტაბლეტი) მიიღება დღეში ერთხელ ასთმის ან სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ალერგიული რინიტის მქონე 6 თვემდე ასაკის ბავშვებში და ასთმით დაავადებულ 12 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ზოგადი ინფორმაცია
ლუკასტინის თერაპიული მოქმედება ასთმის კონტროლის მიზნით ვლინდება ერთ დღეში. ლუკასტინის მიღება შეიძლება უზმოზე ან ჭამის შემდეგ. ლუკასტინის მიღება უნდა მოხდეს მაშინაც, როდესაც ასთმური მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და მაშინაც, როდესაც მათი მდგომარეობა გაუარესებულია.
დოზის კორექცია არ არის საჭირო ბავშვებში, ხანდაზმულებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის საშუალო და ზომიერი მოშლილობისას.
თერაპია ლუკასტინის გამოყენებით ასთმის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად
შესაძლებელია ლუკასტინის დამატება პაციენტის რუტინულ თერაპიულ რეჟიმში.
დოზის შემცირება კომბინაციური თერაპიისას
თერაპია ბრონქოდილატატორებით: იმ შემთხვევაში, თუ ბრონქოდილატატორით მონოთერაპიის შედეგად ვერ ხდება პაციენტის ადექვატური კონტროლის მიღწევა, შეიძლება დამატებული იყოს ლუკასტინი.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები: ლუკასტინი უზრუნველყოფს დამატებით კლინიკურ სარგებელს იმ პაციენტებისათვის, რომლებიც გადიან თერაპიას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება შემცირდეს ამტანობის მიხედვით. დოზის შემცირება ხდება თანდათან სამედიცინო მეთვალყურეობით. ზოგიერთ პაციენტში დასაშვებია კორტიკოსტეროიდებით თერაპიის უეცრად შეწყვეტა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ლუკასტინის მიღება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ნაცვლად.

გვერდითი მოვლენები
ლუკასტინი ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. უმეტესად ზომიერი ხასიათის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭირო არ არის თერაპიის შეწყვეტა.
პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ იშვიათად აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთენია/დაღლილობა, გამოფიტვა, შეშუპება, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰეპატური ეოზინოფილური ინფილტრაცია.
ნერვული სისტემის მხრივ/ფსიქიატრიული დარღვევები: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, ჰალუცინაციები, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია/ჰიპოსთეზია, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა, აგზნება და შეტევები, მათ შორის შფოთვა.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, მათ შორის ართრალგია და კუნთების სპაზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე; დისპეფსია, გულისრევა და პირღებინება.
ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის მხრივ: პლაზმური ტრანსამინაზას (ATS და ALT) მომატება და ქოლესტატიური ჰეპატიტი.
კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: მომატებული სისხლდენა, ჩალურჯებები და პალპიტაცია.
ასთმურ პაციენტებში ძალიან იშვიათად აღინიშნა ჩარგ-შტრაუსის სინდრომი.

უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
B კატეგორიის პრეპარატი.
მონტელუკასტი გამოცდილი არ არის ორსულ ქალებში. მისი გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია, თუ მისი მიღება უკიდურესად აუცილებელი არ არის.
არ არის ცნობილი აღწევს თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ვინაიდან პრეპარატების უმეტესობა აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის დროს ლუკასტინის გამოყენებისას სიფრთხილე არის საჭირო.

განსაკუთრებული მითითებები
პერორალურად მიღებული მონტელუკასტის ეფექტურობა არ არის დადასტურებული ასთმის მწვავე შეტევების თერაპიისას. ამდენად, ასთმის მწვავე შეტევების თერაპიისათვის ლუკასტინი არ გამოიყენება და ამ შემთხვევისთვის პაციენტმა უნდა იქონიოს შესაბამისი პრეპარატი.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზა სამედიცინო მეთვალყურეობით შეიძლება თანდათან შემცირდეს, თუმცა საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდის უეცრად ჩანაცვლება ლუკასტინით არ შეიძლება.
ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისათვის უნდა გაგრძელდეს საინჰალაციო ბეტა აგონისტის ჩვეულებრივი რეჟიმი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს ხანმოკლედ მოქმედი საინჰალაციო აგონისტი.
ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ასპირინის მიმართ, მონტელუკასტის გამოყენებისას უნდა მოერიდონ ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ მონტელუკასტი ეფექტურია რესპირატორული ტრაქტის ფუნქციების გაუმჯობესებისათვის ასთმის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ასპირინის მიმართ.
ეოზინოფილური მდგომარეობები: სისტემური ეოზინოფილია იშვიათად ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონტელუკასტს, რაც ზოგჯერ გამოხატულია ვასკულიტის კლინიკური თვისებებით, რომლებიც შეესაბამება ჩჰურგ-შტრაუსს-ის სინდრომს. აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდება პერორალური კორტიკოსტეროიდების შემცირების შედეგად. ყურადღება უნდა მიექცეს ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, პულმონური სიმპტომების გაუარესების, გულის მხრივ გართულებების და/ან ნეიროპათიის ნიშნებს. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მონტელუკასტსა და ამ ძირითად მდგომარეობებს შორის დადგენილი არ არის.  მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა და სათანადო კლინიკური მონიტორინგი, როდესაც განიხილება სისტემური კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლუკასტინს.
გამოყენება ბავშვებში: ლუკასტინი გამოკვლეულია 6 თვიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში იგი არ აფერხებს ზრდის ტემპს. მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოკვლეული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში: კლინიკური გამოკვლევებისას ასაკთან დაკავშირებული სხვაობები განსაზღვრული არ ყოფილა მონტელუკასტის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონაცემების მხრივ.
ეფექტები ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე: მონტელუკასტი არ აფერხებს ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარს. თუმცა, იშვიათად მონტელუკასტის გამოყენებისას აღინიშნება თავბრუსხვევა.

ჭარბი დოზირება
ქრონიკული ასთმით დაავადებულთა გამოკვლევისას, მონტელუკასტი მიიღებოდა დოზით 200 მგ დღეში მოზრდილი პაციენტების მიერ 22 კვირის განმავლობაში, ხოლო მოკლევადიანი კვლევებისას – 900 მგ დღეში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი მოვლენების გარეშე. პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ და კლინიკური გამოკვლევებისას ბავშვებში დღეში მინიმუმ 150 მგ დოზით ლუკასტინის მიღებისას აღინიშნა მწვავე ზედოზირების შემთხვევები.
კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლები შეესაბამებოდა მოზრდილ და ხანდაზმულ პაციენტებში უსაფრთხოების სურათს. არასასურველი მოვლენები ჭარბი დოზის მიღების უმრავლეს შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია იყო წყურვილი, ძილიანობა, მიდრიაზი, ჰიპერკინეზია და ტკივილი მუცლის არეში.
არ არის ცნობილი მონტელუკასტი გამოიდევნება თუ არა პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლუკასტინის გამოყენება შეიძლება სხვა თერაპიებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ ტარდება ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისათვის. ურთიერთქმედების შემსწავლელი გამოკვლევებისას მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ გამოუწვევია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
ფენობარბიტალთან ერთად მიღებისას მონტელუკასტის AUC შემცირდა დაახლოებით 40%-ით. ლუკასტინის დოზირების კორექცია საჭირო არ არის. მონტელუკასტი მეტაბოლიზდება ღვიძლისმიერი CYP3A4 ფერმენტის მეშვეობით. ამიტომ, მონტელუკასტთან ერთად ისეთი ძლიერი ციტოქრომ P450 ფერმენტების ინდუქტორების გამოყენებისას როგორიცაა ფენობარბიტალი ან რიფამპინი, აუცილებელია სათანადო კლინიკური მონიტორინგი.
კრაზანას პრეპარატებმა შეიძლება შეამციროს მონტელუკასტის პლაზმური დონე.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

მწარმოებელი: Bilim Pharmaceuticals, თურქეთი

გამოშვების ფორმა: 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება