მაგიტრონი / Magitron

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მაგნიუმი, პირიდიქსინი/Magnesium, pyridoxine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკროელემენტები და ვიტამინური კომპლექსები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი (4000 მგ) შეიცავს:
ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) _ 5 მგ (250%), მაგნიუმს _ 150 მგ (50%).
(…%) – რეკომენდებული დღიური დოზის %.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, ასპარტამი (რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს), ნატრიუმის ციკლამატი, აცესულფამი K, ლიმონის და ფორთოხლის არომატიზატორები, საღებავი რიბოფლავინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შუშხუნა ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგიტრონი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ვიტამინი B6 აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების – ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.
მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.
მაგნიუმი მონაწილეობას ღებულობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.
მაგიტრონი განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

მიღების წესები და დოზები
მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ. ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში.
მაგიტრონი არ შეიცავს შაქარს, ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
გამოყენების რეკომენდაცია:
– ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა;
– სტრესი;
– აგზნებადობა.

განსაკუთრებული მითითებები
აღნიშნული საშუალება არ არის წამალი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მაგიტრონის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: ავერსი ფარმა, საქართველო
გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

გაფრთხილება