სპიროქეტა

სპიროქეტა (ლათ. Spirochaetales) – გრამუარყოფითი, ქემოორგანოტროფული ბაქტერიებია. მოძრაობენ. არ წარმოქმნიან ენდოსპორებს, ზოგიერთები წარმოქმნიან ცისტებს. გვხვდება, როგორც აერობული, ისე ანაერობები და ფაკულტატურ-ანაერობული ფორმები. სპიროქეტას ზოგიერთი წარმომადგენლები მაგალითად, ლეპტოსპირა იწვევს ადამიანში, დაავადება ლეპტოსპიროზს, Treponema pallidum – სიფილისს, Borrelia recurrentis – შებრუნებულ ტიფს, Treponema pertenue, Treponema carateum, Borrelia burgdorferi – ბორელიოზს (აშშ-ში), ევროპაში ლაიმას დაავადებას იწვევს –  Borrelia afzelii და Borrelia garinii. Spirochaeta plicatilis წყალში მცხოვრები ბაქტერიაა, ხოლო Treponema microdentinum – ადამიანის პირის ღრუს მიკროფლორაში შედის.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.