მაქსიტროლი – MAXITROL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: დექსამეტაზონი,ნეომიცინი, პოლიმიქსინ B/
DEXAMETHAZONE; NEOMTCIN; POLYMYXIN B

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.
1 ფლ.
დექსამეტაზონი…………………..      1 მგ
ნეომიცინის სულფატი………….     3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი…………6000 სე
კონსერვანტი – ბენზალკონიუმის ქლორიდი…………0.004%
ფუძე-ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ………..0.5%
თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ
1 გ
დექსამეტაზონი…………………………..         1 მგ
ნეომიცინის სულფატი………………….        3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი…………….       6000 სე
კონსერვანტები:
მეთილპრაბენი………0.05%
პროპილპარაბენი…..0.01%
ნეიტრალური ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, უწყლო თხევადი ლანოლინი

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაქსიტროლი (დექსამეტაზონი 0.1%, ნეომიცინის სულფატი, პოლიმიქსინ B სულფატი) წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ პრეპარატს სტერილური სუსპენზიისა და მალამოს სახით ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ოფთალმოლოგიური პრეპარატი მაქსიტროლი შეიცავს ორ, მოქმედების ფართო სპექტრის მქონეანტიბიოტიკს კორტიკოსტეროიდთან კომბინაციაში, რაც იძლევა თვალის წინა სეგმენტისბაქტერიული ინფექციების მკურნალობის საშუალებას.
კორტიკოიდები თრგუნავენ ანთებით რეაქციას, თუმცა შესაძლოა შეაფერხონ ჭრილობის შეხორცების პროცესი, ვინაიდან ცნობილია, რომ მათ შესწევთ უნარი გარკვეულ შემთხვევაში შეასუსტონ ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმები. ამ დროს საჭიროა დაინიშნოს ანტიმიკრობული საშუალებები.
პრეპარატში შემავალი ანტიმიკრობული ინგრედიენტები მოქმედებენ შემდეგ მიკროორგანიზმებზე: ნეომიცინის სულფატი – Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae;
პოლიმიქსინ В – აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.
მოცემული ანტიბიოტიკის მიმრთ მდგრადია: Streptococcus spp., მათ შორის. Streptococcus pneumoniae, და ანაერობულ;ი ბაქტერიები
კორტიკოსტეროიდისა და ანტიბიოტიკის კომბინაცია მეტად პრაქტიკულია პაციენტთათვის. კორტიკოსტეროიდების შედარებითი აქტივობა დამოკიდებულია მათ მოლეკულურ სტრუქტურაზე.

ჩვენებები
მაქსიტროლი გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.

მიღების წესები და დოზირება:
მაქსიტროლის სუსპენზია:
1-2 წვეთი თვალში. დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე.
გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში.
მაქსიტროლი მალამო დაიტანება 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები – დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად – სუბკაფსულური კატარაქტა;
ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.

უკუჩვენებები
* Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი;
* რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები;
* თვალის სოკოვანი დაავადებები;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
* პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.
განსაკუთრებული მითითებები:
* ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის შემცირება, ასევე სუბკაფსულური კატარაქტის შემდგომი განვითარება.
* განახგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს პაციენტის იმუნური სისტემა, რაც ზრდის მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროებას.
* თვალის მწვავე ჩირქოვანი პროცესების დროს პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს მასკირება ან გაართულოს ინფექციური პროცესის მიმდინარეობა. თუ კორტიკოიდები 10 დღეზე მეტ ხანს გამოიყენება, საჭიროა თვალის შიდი წნევის რეგულარული კონტროლი.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: ALKON, ბელგია

გაფრთხილება