ურეაპლაზმა

ურეაპლაზმა  (ლათ. Ureaplasma) –  Mycoplasmataceae ოჯახი. რიგი მიკოპლაზმა. იწვევს ადამიანის შარდ-სასქესო ორგანოების, ლორწოვანი გარსის ანთებას – ურეაპლაზმოზს. თვისებები მიხედვით ურეაპლაზმა, შუალედურ ადგილს იკავებს ვირუსებსა და ერთუჯრედიან მიკროორგანიზმებს შორის. წარმოადგენს მემბრანულ პარაზიტს. აქვს სამშრიანი ციტოპლაზმური მემბრანა და მიკროკაფსულის მსგავსი წარმონაქმნი. გააჩნია პროკარიოტული ნუკლეოიდი და საკუთარი რიბოსომები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.