იისფერი ქრომობაქტერია

იისფერი ქრომობაქტერია (ლათ.
Chromobacterium violaceum) – Neisseriaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა. გრამუარყოფითი ანაერობული კოკობაცილა. ბაქტერიის პოლუსზე განლაგებულია რამდენიმე გვერდითი შოლტები, რომელიც მის გადაადგილებას უზრუნველყოფს. C. Violaceum წარმოადგენს ტროპიკულ და სუბტროპიკული რეგიონების წყლის, ნიადაგის, ნორმალური მიკროფლორის ნაწილს. ბაქტერია გამოიმუშავებს ბუნებრივ ანტიბიოტიკს ვიოლაცეინს, რომელიც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, მსხვილი ნაწლავის და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ. იისფერი ქრომობაქტერია იშვიათად იწვევს ადამიანის დაავადებას, მაგრამ როცა ეს ხდება, ის იწვევს კანის დაზიანებას, სეფსისს და ღვიძლის აბსცესს. პირველად ლიტერატურაში იისფერი ქრომობაქტერიით ადამიანის დაავადება აღწერილი იყო 1927 წელს. მას შემდეგ მსოფლიოში დაფიქსირებულია მხოლოდ 150 შემთხვევა.
C. violaceum პროდუცირებს მთელ რიგ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს:
აზტრეონამი – აქტიურია გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიებისადმი, მათ შორის ლურჯ-მწვანე ჩხირის მიმართ. კომერციული დასახელებაა „აზაკტამი“;
ვიოლაცეინი – აქტიურია ამების და ტრიპასომების მიმართ;
აეროციანიდინი – აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ;
აეროკავინი – აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.