ქლამიდია

  • თურმანიძის მალამოები

ქლამიდია (ლათ. Chlamydia) – Chlamydiae-ს კლასის და ტიპის ბაქტერიის გვარი. მიეკუთვნება ობლიგატურ, შიდაუჯრედულ პარაზიტებს. ქლამიდიებს გააჩნიათ მრგვალი ფორმა, დიამეტრი 250-350 ნმ. მრავლდებიან შიდაუჯრედულად, როგორც ვირუსები, კულტივირდებიან ქათმის ემბრიონზე. ქლამიდიებს გააჩნიათ ჰემაგლუტინირებადი და ტოქსიკური აქტიურობა. გამოირჩევიან გარემო პირობებისადმი მდგრადობით: ოთახის ტემპერატურაზე სიცოცხლეს ინარჩუნებენ რამდენიმე დღე, ჩვეულებრივი სადეზინფექციო ხსნარები, ანადგურებს 3 საათის მანძილზე. მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების: ტეტრაციკლინის, მაკროლიდების, ფტორქინოლების მიმართ. ქლამიდიების მთავარი მასპინძელი ორგანიზმი – ადამიანია. Chlamydia trachomatis-ის იწვევს ტრაქომას, კონიუნქტივიტს, უროგენიტალურ პათოლოგიებს. ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში პნევმონიას, საზარდულის ლიმფოგრანულომატოზს და სხვა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share this...Share on Facebook
Facebook