მინირინი – MINIRIN

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დესმოპრესინი/DESMOPRESSIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ვაზოპრესინის სინთეზური ანალოგი. ანტიდიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
დესმოპრესინის აცეტატი ………….100 მკგ
1 ტაბ.
დესმოპრესინის აცეტატი …………200 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დესმოპრესინი წარმოადგენს ჰიპოფიზის ბუნებრივი ჰოომონის – არგინინ ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს. ბუნებრივი ვაზოპრესინისაგან განსხვავებით დესმოპრესინში ცისტეინის დეზამინირება ხდება L-არგინინის D არგინინით შეცვლით, რაც იწვევს მინირინის შედარებით ხანგრძლივ მოქმედებას და პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას უმნიშვნელო პრესორულ ეფექტს.
დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა ნიქტურიით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს მოშარდვის მიზნით ადგომის საშუალო რაოდენობის 45%-ით და ღამის საშუალო დიურეზის დაახლოებით 0.6 მლ/წთ-ში მნიშვნელოვან შემცირებას. აღნიშნულის გამო მშვიდი ძილის პირველი პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება საშუალოდ 2 სთ-ით.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას მინირინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს 0.08%-სა და 0.16%-ს შორის. პრეპარატის მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება საშუალოდ 2 სთ-ის შემდეგ. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.2-0.3 ლ/კგ-ში. მინირინი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პერორალურად მიღებისას პრეპარატის ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 2.0-დან 2.21 სთ-მდე.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე in vitro ცდებით დადგენილია, რომ ღვიძლში მეტაბოლიზდება მინირინის უმნიშვნელო რაოდენობა, რის გამოც in vivo მის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ადგილი არა აქვს.
პერორალურად მიღებისას აბსორბირებული პრეპარატის დაახლოებით 65% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად მომდევნო 24 სთ-ის განმავლობაში.
მინირინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს შორის პაციენტის სქესთან დაკავშირებული რაიმე განსხვავება არ აღინიშნება.

ჩვენებები:
ჰიპოფიზის ჰორმონ-ვაზოპრესინის გამოყოფის შემცირებით გამოწვეული უშაქრო დიაბეტის და ღამის პირველადი ენურეზის მკურნალობა თირკმელების ნორმალური ფილტრაციის მქონე 5 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში.
მინირინის ტაბლეტებს იყენებენ ნიქტურიის სამკურნალოდ მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:
უშაქრო დიაბეტი: პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. დღიური დოზა ძირითადად შეადგენს 0.2-1.2 მგ-ს. მოზრდილებში ინიშნება 0.1 მგ პრეპარატი 3-ჯერ დღეში. შემდგომში საჭიროა დოზირების აღნიშნული რეჟიმის რეგულირება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედით. პაციენტების უმრავლესობისათვის პრეპარატის შემანარჩუნებელ დოზას წარმოადგენს 0.1-0.2 მგ 3-ჯერ დღეში.
ღამის პირველადი ენურეზი: რეკომენდებულ საწყის დოზას წარმოადგენს 0.2 მგ ღამით. აღნიშნული დოზის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დოზის გაზრდა 0.4 მგ-მდე. ამავე დროს საჭიროა ორგანიზში სითხის შეკავებით გამოწვეული საფრთხის ცოდნა.
სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიით (თავის ტივილი, გულისრევა, ღებინება ან სხეულის წონის მომატება, და მძიმე შემთხვევაში – კრუნჩხვები) გამოწვეული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა აღნიშნული სიმპტომების სრულ გაქრობამდე. განმეორებითი მკურნალობის შემდეგ საჭიროა სითხის მიღების შედარებით მკაცრად შეზღუდვა.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის მიღების 1 კვირიანი შესვენების შემდეგ.
ნიქტურია: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მგ-ს ღამით.
1 კვირის განმავლობაში აღნიშნული დოზის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დოზის გაზრდა 0.2 მგ-მდე და შემდგომში 0.4 მგ-მდე ყოველკვირეული გაზრდით. ამავე დროს საჭიროა ორგანიზმში სითხის შეკავებით გამოწვეული საფრთხის ცოდნა.
ხანდაზმულ პაციენტებში 65 წლის ასაკის და მის ზემოთ. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ, ან დოზის გაზრდის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის მაჩვენებლების განსაზღვრა.
სითხის შეკავების და/ან ჰიპონატრიემიით (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება, და მძიმე შემთხვევაში -კრუნჩხვები) გამოწვეული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა აღნიშნული სიმპტომების სრულ გაქრობამდე. განმეორებითი მკურნალობის შემდეგ საჭიროა სითხის მიღების შედარებით მკაცრად შეზღუდვა.

გვერდითი მოვლენები:
– თავის ტკვილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა.
– სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე მკურნალობა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და/ან ჰიპონატრიემიას ან თანმხლები სიმპტომების გარეშე (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება და მძიმე შემთხვევაში – კრუნჩხვები).
– ბავშვებში იშვიათად შესაძლებელია ემოციური დარღვევები, ერთეულ შემთხვევებში – კანის და შედარებით მძიმე საერთო ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* მინირინის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია;
* გულის უკმარისობა;
* ჰიპონატრიემია.

ორსულობა და ლაქტაცია:
მინირინის ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს. ორსულობის დროს უშაქრო დიაბეტით შეპყრობილი პაციენტების მკურნალობისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ახალშობილების განვითარების მხრივ დარღვევები.
ლაქტაციის პერიოდში 300 მკგ მინირინის ინტრანაზალურად მიღება ნათელყოფს, რომ ძუძუთი კვების პროცესში გადაცემული მინირინის რაოდენობა დიურეზზე მოქმედი პრეპარატის რაოდენობასთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა.

განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატით ღამის პირველადი ენურეზის მკურნალობის დროს, საჭიროა სითხის მიღების მინიმუმამდე შეზღუდვა 1 სთ-ით ადრე მინირინის მიღებამდე და 8 სთ-ის განმავლობაში მისი მიღებიდან.
* სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე მკურნალობა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და/ან ჰიპონატრიემიას, ან თანმხლები სიმპტომების გარეშე (თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება, და მძიმე შემთხვევაში – კრუნჩხვები).

ღონისძიებები, რომელთა გამოყენება საჭიროა ჰიპონატრიემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად:
* წყლის და/ან ელექტროლიტური დისბალანსით გამოწვეული მდგომარეობა (როგორიცაა სისტემური ინფექციები, ცხელება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაადექვატური სინდრომი);
* დიურეზული საშუალებების დანიშვნის საჭიროებით გამოწვეული მდგომარეობა;
* იმ პრეპარატებთან კომბინაცია, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევენ ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეციას, როგორიცაა, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი;
* არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (NSAIDS) კომბინაცია.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სითხის გამოყოფის შეფერხების და ჰიპონატრიემიის განვითარების მომატებული რისკის ხანგრძლივობის გაზრდა.
მკურნალობა: მიუხედავად იმისა, რომ ჰიპონატრიემიის მკურნალობა ინდივიდუალურია, საჭიროა საერთო რეკომენდაციების გამოყენება. ჰიპონატრიემიის მკურნალობა შესაძლებელია მინირინის გამოყენების შეწყვეტით და სითხის მიღების შეზღუდვით. აუცილებლობის შემთხვევაში წარმოებს სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სუბსტანციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციაზე, როგორიცაა, ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, იწვევენ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერებას და სითხის შეკავებისა და ჰიპონატრიემიის რისკის გაზრდას.
– NSAIDS-თან კომბინაცია იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებასა და ჰიპონატრიემიას.
– მინირინის კომბინაცია ლოპერამიდთან იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კოცენტრაციის 3-ჯერ გაზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს წყლის შეკავებისა და ჰიპონატრიემიის რისკის გაძლიერებას.
– მონაცემები მინირინის ურთიერთქმედების შესახებ ღვიძლში მეტაბოლიზმის პროცესებზე მოქმედ პრეპარატებზე არ არსებობს. რადგან ცნობილია, რომ მინირინის მნიშვნელოვანი რაოდენობა არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, რაც დადგენილია in vitro ადამიანის მიკროსომებზე, 27% ცხიმის შემცველი საკვების მიღება იწვევს პერორალურად მიღებული მინირინის აბსორბციის პროცესის (ხარისხის) მნიშვნელოვან შემცირებას.
– მინირინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე (გამოყოფილი შარდის რაოდენობა და ოსმოლარობა) საკვების მიღება რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
– პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. საჭიროა ფლაკონის თავსახურის მჭიდროდ დახურვა. თავსახურიდან გამომშრობი კაფსულის ამოღება ნებადართული არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 2  წელი.

მწარმოებელი: FERRING PHARMACEUTICALS

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook