მინამინი / MinaMin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
ლაქტოფერინი 80მგ
იოდი 150 მგ
თუთია 50მგ
ფოლიუმის მჟავა 0,4 მგ
ვიტამინი D3 200 სე
სელენი 2 მგ
ვიტამინი B12 0,2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერთადერთი ფეხმძიმთა ვიტამინი ლაქტოფერინით
ვიტამინს + ფლორის რეგულაცია+ ელემენტების შეწოვის ოპტიმიზაცია
ლაქტოფერინი – დედის რძეში რკინა შემაკავებელი ცილა, თრგუნავს ბაქტერიების მიერ ცილისა და რკინის ათვისებას და მათ ზრდა-განვითარებას. ამით არეგულირებს ნორმალური ფლორის შენარჩუნებას. ნაწლავებში რკინის იონებთან და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებთან  წარმოქმნის კომპლექსს, რითაც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ შეწოვას. შიცავს უმნიშვნელოვანეს ანტიოქსიდანტ სელენს.
ნაყოფის ნორმალური ფორმირებისთვის და ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობისათვის საჭირო ელემენტებს:  იოდი, თუთია, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი D3, ვიტამინი B12.

ჩვენება:

  1. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  2. კლიმაქტერული პერიოდი;
  3. ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოზირება:
1 კაფსულა ერთხელ დღეში.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ

გაფრთხილება:
თუ თქვენ ხართ ალერგიული კიბოსმაგვარი  ზღვის ცხოველების  მიმართ, არ გამოიყენოთ პროდუქტი

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება