აქტრაპიდი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტრაპიდის საერთაშორისო დასახელება: ადამიანის ინსულინი/HUMAN SOLUBLE INSULIN

აქტრაპიდის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინსულინები; ჰიპოგლიკემიური საშუალება


აქტრაპიდი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 1 მლ
1 მლ
ინსულინი ხსნადი……..  100 სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ინსულინის პრეპარატი მოკლე მოქმედების. უჯრედების შიგა მემებრანის სპეციფიურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის ინსულინორეცეპტორულ კომპლექს. ამაღლებს რა ცამფ–ის სინთეზს (ღვიძლისა და ცხიმოვან უჯრედებში) ან უშუალოდ შეაღწევს უჯრედში (კუნთის); ინსულინრეცეპტორული კომპლექსი ასტიმულირებს შიგაუჯრედულ პროცესებს, მათ შორის რიგი ფერმენტებისას (ჰექსოკინაზა, პირუვატკინაზა, გლიკოგენსინთეტაზა და სხვა).
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება განპირობებულია მისი შიგაუჯრედული ტრანსპორტის გაზრდით, ქსოვილების მიერ მის გაძლიერებული მოხმარებით, ლიპოგენეზის, გლიკოგენოგენეზის, ცილის სინთეზის სტიმულაციით, ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის სიჩქარის დაქვეითებით (გლიკოგენის დაშლის დაქვეითებით) და სხვა.
კანქვეშა ინექციის შემდეგ ეფექტი იწყება 20–30 წთ–ში, მაქსიმუმს აღწევს 1–3 სთ–ში და გრძელდება, გამომდინარე დოზიდან, 5–8 სთ–ს.
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზაზე, მეთოდზე, შეყვანის ადგილზე და მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალობასაც.

ჩვენებები:
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2:
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიმართ რეზისტენტობისას;
ნაწილობრივი რეზისტენტობა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიმართ (კომბინირებული თერაპია);
დიაბეტური კეტოაციდოზი, კეტოაციდოზური და ჰიპეროსმოლარული კომა; ფეხმძიმობის დროს განვითარებული შაქრიანი დიაბეტი (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის დროს);
ინტერმიტირებული გამოყენებისათვის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში  მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ინფექციის დროს;
ქირურგიული ოპერაციისას, ტრავმისას, მშობიარობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, ინსულინის პროლონგირებულ ფორმაზე გადასვლის წინ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა და შეყვანის გზა ინდივიდუალურია  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,რასაც განსაზღვრავს სისხლში გლუკოზის შემცველობა ჭამამდე და ჭამიდან 1–2 საათის შემდეგ, ასევე გლუკოზურიის ხარისხი და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებები.
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში, ვენაში ჭამამდე 15–30 წუთით ადრე. უგრო ხშირად კანქვეშ. დიაბეტური კეტოაციდოზის, დიაბეტური კომის, ქირურგიული ჩარევისას – ვენაში და კუნთში.
მონოთერაპიისას შეყვანის სიხშირეა 3–ჯერ დღეში(აუცილებლობისას – 5–6–ჯერ დღეში), ინექციის ადგილის შეცვლა ხდება ყოველ ჯერზე ლიპოდისტროფიის ასაცილებლად. საშუალო დღიური დოზა შეადგენს 30–40 ED, ბავშვებში – 8ED, შემდეგ საშუალო დღიური დოზა – 0.5–1 ED/კგ ან 30-40 ED 1-3-ჯერ დღეში, აუცილებლობისას – 5–6–ჯერ დღეში. თუ დღეღამური დოზა აჭარბებს 0.6 ED/კგ, ინსულინი აუცილებელია შეყვანილი იქნას 2 ან მეტი ინექციის სახით სხეულის სხვადასხვა ადგილას. შესაძლებელია ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან კომბინირება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოგლიკემია.

გვერდითი მოქმედება:
– ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება – ცხელება, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება);
– ჰიპოგლიკემია (კანის საფარველის სიფერმკრთალე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის ცემის გაძლიერება, კანკალი, შიმშილის გრძნობა, აღგზნებულობა, განგაში, პირის ღრუს პარესთეზია, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა, შიში, დეპრესიული განწყობა, გაღიზიანებულობა, უჩვეულო ქცევები, არათავდაჯერებულობა მოძრაობაში. დარღვევა მეტყველების და სმენის), ჰიპოგლიკემიური კომა;
– ჰიპერგლიკემია და დიაბეტური აციდოზი (დაბალი დოზის დროს, ინექციის გამოტოვებისას, დიეტის დაუცველობისას, ცხელებისა და ინფექციის დროს): ძილიანობა, წყურვილი, მადის დაქვეითება, სახის ჰიპერემია; ცნობიერების დარღვევა(პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობის განვითარებამდე); მხედველობის გარდამავალი დარღვევა (განსაკუთრებით თერაპიის დასწყისში);
ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციები ადამიანის ინსულინთან; ანტიინსულარული ანტისხეულების ტიტრის მომატება გლიკემიის შემდგომი ზრდით; ჰიპერემია, ქავილი და ლიპოდისტროფია (ატროფია ან ჰიპერტროფია კანქვეშა ცხიმოვანი შრის) შეყვანის ადგილას. მკურნალობის დასწყისში – შეშუპება და რეფრაქციის დარღვევა (ატარებს დროებით ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰიპოგლიკემია (სისუსტე, „ცივი“ ოფლი, კანის საფარველის სიფერმკრთალე, გაძლიერებული გულისცემა, კანკალი, ნევროზულობა, შიმშილის შეგრძნება, ხელის მტევნების, ფეხების, ტუჩების, ენის პარესთეზია, თავის ტკივილი), ჰიპოგლიკემიური კომა, კრუნჩხვა.
მკურნალობა: მსუბუქ ჰიპოგლიკემიას ავადმყოფი თვითონ უმკლავდება, დამოუკიდებლად, შაქრის ან ადვილად შეწოვადი საკვები პროდუქტის მიღებთ.
უფრო რთულ შემთხვევაში კანქვეშ, კუნთში, ან ვენაში შეჰყავთ გლუკაგონი ან ვენაში დექსტროზას ჰიპერტონული ხსნარი.
ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებისას ვენაში ნაკადად შეჰყავთ 20–40მლ (100მლ–მდე) 40% დექსტროზას ხსნარი მანამ, სანამ ავადმყოფი არ გამოვა კომატოზური მდგომარეობიდან.

განსაკუთრებული მითითებები:
თუ ფლაკონის მინაზე გაჩნდა უცხო სხეული, აღინიშნა შემღვრევა ან გამოლექვა სუბსტანციაში, მაშინ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. შეყვანილი ინსულინის ტემპერატურაუნდა შეესაბამებოდეს ოთახის ტემპერატურას.
ინსულინის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს: ინფექციური დაავადებისას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ადისონის დაავდებისას, ჰიპოპიტუიტარიზმის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს 65 წელზე მეტი ასაკის პირებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან. ჰიპოგლიკემიური მოქმედება ძლიერდება სულფონამიდებით (მათ შორის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, სულფანილამიდები), მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მათ შორის ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი), კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის სალიცილატები), ანაბოლური სტეროიდები (მათ შორის, სტანოზოლოლი, ოკსანდრონოლი, მეტანდროსტენოლოლი), ანდროგენები, ბრომოკრიპტინი, ტეტრაციკლინები, კლოფიბრატი, კეტოკონაზოლი, მებენდაზოლი, თეოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ფენფლურამინი, Li+ პრეპარატები, პირიდოქსინი, ქინიდინი, ქინინი, ქლოროქინინი, ეთანოლი.
ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას ასუსტებს გლუკაგონი, სომატროპინი, გლუკოკორტიკოსტეროიდი, პერორალური კონტრაცეპტივები, ესტროგენი, თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, თირეოიდული ჰორმონები, ჰეპარინი, სულფინპირაზონი, სიმპატომიმეტიკები, დანაზოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, კლონიდინი, კალციუმის ანტაგონისტტები, დიაზოქსიდი, მორფინი, მარიხუანა, ნიკოტინი, ფენიტოინი, ეპინეფრინი, H1–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები.
ბეტა ადრენობლოკატორებს, რეზერპინს, ოქტრეოტიდს, პენტამიდინს შეუძლიათ როგორც  შეამცირონ ისე გააძლიერონ ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

მწარმოებელი: NOVO NORDISK

გაფრთხილება