მრავალძარღვას სიროფი

მრავალძარღვას სიროფი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მრავალძარღვას სიროფი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/ comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა
130გ-ზე:
5,2გ მრავალძარღვას ფოთლების, 5,2გ ბალბის ბალახის, 2,6გ ქერიფქლას ბალახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები; 0,4გ ასკორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, სორბინის მჟავა, შაქრის სიროფი.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსა¬ქარ¬იდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება.

აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აიოლებს მის გამოყოფას.

სიროფს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალოიდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

ჩვენებები
• მშრალი ხველა;
• ხველა თამბაქოს მწეველებში.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 15მლ სიროფი 3-4_ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• შაქრიანი დიაბეტი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ასევე ნახველის ფორმირების შემამცირებელ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები:15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 130მლ სიროფი ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება