მრავალძარღვას ტაბლეტები

მრავალძარღვას ტაბლეტები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მრავალძარღვას ტაბლეტები  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/ comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: 250 მგ მრავალძარღვას კომბინირებული მშრალი ექსტრაქტი (მზადდება 2 წილი მრავალძარღვას ფოთლების, 2 წილი ბალბას ბალახის და 1 წილი ქერიფქლას ბალახის საფუძველზე);
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი. პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, პოლი- და მონოსა¬ქარ¬იდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. პრეპარატს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართო-ებე¬ლი, მსუბუქი სედაციური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალო¬იდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

ჩვენებები
მშრალი ხველა, ხველება თამბაქოს მწეველებში.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 3-4_ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჯინჭრის ციება, შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად. შესაძლებელია კომბინირებულად, დღისით – ამოსახველებელი და საღამოს ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მონაცვლეობით მიღება (სრულყოფილი ძილისათვის).

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 250მგ ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება