მუკოკელ D3 მალამო (ნატუროპათი)

მუკოკელ D3 მალამო (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ D3 მალამო (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
 1 გ მალამო შეიცავს: Mucor racemosus D3-ის 0,10 გ ხსნარს HABის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა); 0.38 გ მატყლის ცვილის სპირტიანი მალამო, 0.10 გ საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდები, 0.03 გ გლიცეროლმონოსტეარატი
40-50%, 0.23 გ პროპილენგლიკოლი, 0.02 გ MgSO4 •7H2O, 0.01 გ რძემჟავა, 0.13 გ საინექციო წყალი

ჩვენება
– სისხლძარღვთა სისტემის მწვავე, ქრონიკული და ლატენტური პათოლოგიები
– თრომბოზები, ემბოლიები
– სისხლმომარაგების და ჭრილობის შეხორცების შეფერხება (მწეველის ფეხი, დიაბეტური ტერფი, განგრენა)
– ვენური პათოლოგიები, როგორიცაა ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი
– ყველა ანთებითი დაავადების დროს
– შეშუპება, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, დისტორსია, იშიალგია
– კელოიდური ნაწიბურები
– ქრონიკული დერმატიტი
– საკვერცხეების და მილების კისტები
– შეიძლება მოისინჯოს დიუპიუიტრენის და მომხრელების კონტრაქტურის დროს

თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას.
პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის
კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე,  რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავით, კანით და ბრონქებით.

მიღების წესი და დოზირება
წაისვით დღეში 1-3-ჯერ თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითებები
Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის ყველა დაავადების დროს, ან თუ დაავადების მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული
პრეპარატის Sankombi-ს მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება Notakehl-თან ერთად არ შეიძლება.

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გამოშვების ფორმა: 30 გ მალამო

გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება