ნაპრიუსი

  • თურმანიძის მალამოები

ნაპრიუსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნაპრიუსი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის ნაპროქსენი/naproxen sodium

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა:
ნაპრიუსი 500 მგ გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად:
თითოეული პაკეტი შეიცავს:  ნაპროქსენი 500 მგ (naproxen).

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (Mannitol), ნატრიუმის ქლორიდი (Sodium Chloride), ამონიუმგლიცირჰიზინატი (Ammonium glycyrrhizinate), პიტნის არომატი (Mint flavour), პიტნა-ანისულის არომატი (Mint-anise flavour), დიოქტილსულფოსუქცინატი (Dioctylsulphosuccinate sodium), საქაროზა (Sucrose), პოლივინილპიროლიდონი (Polyvinylpyrrolidone).

ფარმაცევტული ფორმა და მოცულობა:.
გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად 500 მგ – 20 პაკეტი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების   საწინააღმდეგო, არასტეროიდული, ანტირევმატიული საშუალება.
(რევმატოლოგიური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი).

სამკურნალო თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი, ცხელების საწინააღმდეგო (ანტიპირეტული), ხანგრძლივი ანთების და როგორც ინსტრუქციაშია მითითებული ართრიტისა და პოლიართრიტის სამკურნალო საშუალება, რევმატოიდული ართრიტი, ართროპათია, მაანკილოზირებადი სპონდილოართრიტი, ნევრალგია, მიალგია.

უკუჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია, (წყლულის ან სისხლდენის რეციდივის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებების და წყლულოვანი კოლიტის დროს.
გულის უკმარისობის დროს.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ან მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიაში გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულთათვის  და მეძუძური დედებისათვის.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
ნაპრიუსის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოგ-2 (COX-2) სელექტიურ ინჰიბიტორებთან ერთად.
გვერდითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია მკურნალობის დროს დოზის მინიმალური რაოდენობის მიღებით, რათა შესაძლებელი გახდეს სიმპტომების გაკონტროლება.
ხანდაზმული პაციენტები: ასაკოვან პაციენტებს აქვთ მომატებული მგრძნობელობა აასს-ის ჯგუფის პრეპარატებზე, განსაკუთრებით ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება დასრულდეს ფატალური შედეგით (ნახეთ უკუჩვენება).
თუ ნაპრიუსით მკურნალობის დროს გამოვლინდება ნაწლავური სისხლდენა ან წყლული, დაუყონებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა.

ურთიერთქმედებები:
კორტიკოსტეროიდები: ზრდის წყლულისა და სისხლდენის რისკს (ნახეთ გამოყენების წესები).
ანტიკოაგულანტები: აასს  ზრდის ანტიკოაგულანტების ეფექტს, როგორიცაა ვარფარინი (ნახეთ გამოყენების წესები).
ანტითრომბოციტული აგენტი აგრეგანტები და სეროტონინის (SSRLS) შერჩევითი ინჰიბიტორები: ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რისკს (ნახეთ გამოყენების წესები).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით შემცირებულია ფუროსემიდის ნატრიურეზული ეფექტი.
პრეპარატის კომბინაცია ლითიუმთან ამცირებს თირკმლის კლირენსს და შესაბამისად ზრდის ამ უკანასკნელის პლაზმურ კონცენტრაციას.
თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება რეკომენდირებული არაა  ქინოლონების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

უსაფრთხოების ზომები:
პაციენტება, რომლებსაც აქვთ ძილიანობა ან თავბრუსხვევა ან დეპრესია ნაპროქსენით მკურნალობის განმავლობაში, უნდა მიიღონ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

პრეპარატის მიღების   წესი და  დოზირება:
მოზარდები: ნაპრიუსის საწყისი დოზა დღეში არის 500-1000 მგ. ორ დოზად გაყოფილი 12 საათიანი ინტერვალით. სიმპტომების მიხედვით პაციენტი იღებს 250 ან 500 მგ დოზას დილით საუზმის დროს და  საღამოს ვახშმის დროს.
მაქსიმალური 1000 მგ-იანი დოზა დღეში განკუთვნილია მხოლოდ ღამის ძლიერი ტკივილის ან დილით,,,დილის შებოჭილობის“ რევმატიული ართრიტების დროს. პაციენტებისათვის, რომლებმაც უშედეგოდ იმკურნალეს სხვა ანტირევმატიული პრეპარატების მაღალი დოზით და ოსტეოართროზის დროს, როდესაც ტკივილი არის ძირითადი სიმპტომი.
სიმპტომების რემისიიის დროს დოზა მცირდება  750-500 მგ-მდე ან კიდევ უფრო, პრეპარატი მიიღება ყოველთვის ორჯერ 12 საათიანი ინტერვალით. თუ გაყოფა ხდება არათანაბრად (მაგ: 500+250 მგ.) დიდი დოზა უნდა მიეცეს დილით ან საღამოს, რაც დამოკიდებულია დღის ან ღამის სიმპტომების გავრცელებაზე.
პოდაგრის ძლიერი ტკივილების დროს რეკომენდირებულია პირველადად 500 მგ.  შემდეგ 250 მგ. ყოველ 8 საათში პირველი 24 საათის მანძილზე. ამის შემდეგ შენარჩუნდება დოზის რაოდენობა 250 მგ დღეში ორჯერ 6-7 დღის განმავლობაში.
პაკეტში მოთავსებული გრანულები იხსნება წყალში, რაც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების სწრაფ შეწოვას და სწრაფად დგება  ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, მისი ამ ხერხით მიღება უფრო მოსახერხებელია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ყლაპვის პრობლემა და/ან საჭმლის მონელების  დარღვევები.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბება იწვევს ძილიანობას, გულძმარვას, დისპეფსიას, გულისრევას და ღებინებას.
ნაპროქსენის დიდი დოზის მიღება, შემთხვევით ან მიზნობრივად იწვევს კუჭის სწრაფ დაცლას და ამ შემთხვევაში საჭიროა აუცილებელი ზომების მიღება. ძაღლებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ აქტივირებული ნახშირის საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პრეპარატის შეწოვას.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავი: ყველაზე ხშირად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები. შესაძლოა გამოიწვიოს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან  სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში (ნახეთ გამოყენების წესები).
კუჭ-ნაწლავის გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად ვლინდება: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, დისპეფსია, შეკრულობა, დიარეა, სტომატიტი. შესაძლებელია გამოვლინდეს გასრტოინტესტინალური სისხლდენა, პეპტიკური წყლული და კოლიტი.
რაც შეეხება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ვლინდება თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა და  კონცენტრაციის უნარის დარღვევა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თავს იჩენს ინსტრუქციაში მითითებული ან მიუთითებელი რომელიმე გვერდითი მოვლენა.

ვადის გასვლა და შენახვის წესი:
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

დამატებითი შენიშვნები:
გრანულები
შეფუთვა შეიცავს 68 გრ. საქაროზას.
რეკომენდირებული დოზა შეიცავს  3,250 მგ. საქაროზას. თუ ექიმმა დაგისვათ შაქრის შეუთავსებლობის დიაგნოზი, პრეპარატის მიღემამდე დაუკავშირდით მას.

გამოშვების ფორმა: 500 მგ პაკეტი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l. იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook