ნეო პეკეს აპეტიტო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები,
მადის მასტიმულირებელი საშუალებები

შემადგენლობა:
ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus), წყლის წიწმატი (Nasturtium officinale),  სპირულინა  (Spirulina maxima), შვრია (Avena sativa), ულუმბო (Trigonella foenum graecum), წითელი ქინინი (Cinchona pubescens),   ჟოლოს კონცენტრირებული ექსტრაქტი, აჰავას სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს აპეტიტო –  კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერების, ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურების  და საჭმლის მონელების გაუმჯობესების ხარჯზე  უმატებს მადას, რომელიც   მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც გრძელდება ხანგრძლივად
ვარდკაჭაჭა, წყლის წიწმატი – ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიოლოგიურ დონეზე  მადის მოსამატებლად. აძლიერებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებენ  ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებენ დეფეკაციის პროცესს და ამ ყველაფრის ხარჯზე ფიზიოლოგიური გზით უმატებს მადას.
სპირულინა – – ბუნებრივად დაბალანსებული ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავებია. სპირულინაში შემავალი მინერალური მარილები არ იშლება  5 წლის მანძილზე. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით:  A, B1, B2, B6, B12, B5, B9, E, H, Fe, Mn, Cu, Zn, Mo, Se.
შვრია, ულუმბო, წითელი ქინინი – მნიშვნელოვნად ზრდიან ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების პოპულაციებს ნაწლავში და ხელს უწყობენ მონელების პროცესს, ულუმბო წარმოადგენს ცილების ფასეულ წყაროს ორგანიზმში.

ჩვენება:
• მადის დაქვეითება
• საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი
• წონის დეფიციტი

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში;
2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში;
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია გლუტეინის მაღალი შემცველობის გამო

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25oC ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ჟოლოს არომატით №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ესპანეთი

გაფრთხილება