ნეო პეკეს ომეგა 3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა
თევზის ქონი, ვიტამინი A, D3, B6, C, E, მარწყვის წვენის კონცენტრატი, აჰავას სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში მონაწილეობა, ანტიანთებითი, იმუნომოდულარული და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის (DHA –დოკოზაჰექსაენური და  EPA – ეიკოზაპენტაენური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავის) არსებობითაა განპირობებული.
DHA და EPA მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტვინისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში, რადგან წარმოადგენენ ტვინის უჯრედული მემბრანისა და თვალის ბადურის საშენ მასალას
• მნიშვნელოვანი კომპონენტებია  ყურადღების კონცენტრაციის ზრდისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  რაც გამყარებულია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით
• კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოოქსიგენაზურ–ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით
• პასუხს აგებენ კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებენ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში. ააქტიურებენ კანის, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელ პროცესებს
ომეგა-3 – ის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აუცილებელია მოზარდის კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის
ვიტამინი A (რეტინოლი) – ხელს უწყობს მხედველობის აპარატის სწორ ფუნქციონირებას, ამცირებს მხედველობითი დატვირთვის შემდგომ დაღლილობას, მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) –მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) –მოქმედებს თავისუფალი რადიკალების რეაქციათა შემაკავებლად, ანტიოქსიდანტურად, თრგუნავს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს უჯრედოვან და სუბუჯრედოვან მემბრანებს. ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) –იცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან

ჩვენება:
• თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება
• კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება
• მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება
• კომპლექსურ თერაპიაში  კანის დაავადების დროს

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• 0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში;
• 2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში;
• 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მარწყვის არომატით №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი

გაფრთხილება