ნორმოფოლი / NORMOFOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ფოლის მჟავა 400 მკგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: ფოლიუმის მჟავა ესაა წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი (B9). ფოლიუმის მჟავას ორგანიზმი ორი გზით ღებულობს: ეგზოგენური – საკვებთან ერთად და ენდოგენური – რომელიც სინთეზდება ორგანიზმში ნაწლავური მიკროფლორისმიერ. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად – კოფერმენტად, რომელიც წარმოადგენს ფოლიუმმჟავას ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას და მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში მონაწილეობს ნაყოფის ნერვული მილის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების, ტოქსინების, სიგარეტის კვამლისგან. უზრუნველყოფს პლაცენტის მომწიფებას და მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლწარმოქმნის პროცესში; ასტიმულირებს ერითროგენეზს, მეგალობლასტების სრულ მომწიფებასა და ნორმობლასტების წარმოქმნას. მონაწილეობს ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინისა და ქოლინის ცვლაში. ფოლის დეფიციტს მოზრდილებში მივყავართ მეგალობლასტური ანემიის განვითარებამდე, ხოლო ორსულობისას მისი ნაკლებობა იწვევს ნერვული მილის ჩამოყალიბების დარღვევას ნაყოფში. ფოლის მჟავა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნერვული იმპულსის გატარებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ფოლის მჟავა უზრუნველყოფს მშობიარობისშემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკას დედებში.

ჩვენებები:
– ორსულობის დაგეგმვა (ორსულობისწინა პერიოდი);
– არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში;
– ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ჩამოყალიბების დარღვევათა პრენატალური პროფილაქტიკა;
– ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ორსულთა ანემიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებითა და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);
– ანემიების პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
– ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება;
– მშობიარობისშემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკა;
– პერიფერიული ნეიროპათია;
– ფოლის მჟავას ანტაგონისტებითა (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

წინააღმდეგჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

დოზირება: ნორმოფოლის 1 ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ, ჭამის დროს ან შემდეგ. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია.

წამალთა ურთიერთქმედება: ნორმოფოლი არ ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა: ანალგეზიურები, ანტაციდები, ქოლესტირამინი, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ციტოსტატიკები. აღნიშნული მედიკამენტები აფერხებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვას. ნორმოფოლისა და კალიუმშემნახველი დიურეზულების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია.

შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: ინახება, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #90 ბოთლში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გაფრთხილება