ნორპროლაკი – NORPROLAC

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქინაგოლიდი / Quinagolide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური ჯგუფიდოფამინური რეცეპტორების აგონისტი

სამკურნალწამლო ფორმა: აბები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
არის დოფამინმასტიმულირებელი ნივთიერება.  D2 დოფამინური რეცეპრორების შერჩევითი აგონისტია. ახშობს პროლაქტინის სეკრეციას, ამცირებს ზრდის ჰორმონის გაზრდილ სეკრეციას,  აქვს პარკინსონის საწინააღმდეგო აქტივობა, სისტემატური მიღებისას შესაძლებელია ჰიპოფიზის პროლაქტინსეკრეცირებადი მაკროადენომის ზრდის უკუგანვითარება ან შენელება. კლინიკური ეფექტი დოზის პროპორციულია, თუმცა დოზის 50 მკგ-ზე ზემოთ ზრდას არ მოსდევს ეფექტის შემდგომი გაძლიერება, არამედ მხოლოდ ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას. პროლაქტინის მნიშვნელოვანი შემცირება მიღებიდან 2 საათის შემდეგ დგება, აღწევს მაქსიმუმს 4-6 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ჩვენება:
ჰიპერპროპლაქტინემია (მათ შორის ჰიპოფიზის იდიოპათური ან მიკრო ან მაკრო ადენომის დროს, რასაც თან ახლავს  გალაქტორეა, ოლიგომენორეა, ამენორეა, უშვილობა, ლიბიდოს დაქვეითება).

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ფრთხილად. ფსიქიური დაავადებები.

გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,  უძილობა,  ძილიანობა, სისუსტე,  გაზრდილი მოთენთილობა, მწვავე ფსიქოზი (რომელიც გადის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ).
საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პიღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა ან დიარეა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიკური კოლაფსი.
სხვადასხვა: სახის კანის ჰიპერემია, ცხვირის გაჭედილობა.
გვერდითი მოვლენები თავისით ქრება მკურნალობის პროცესში და არ საჭიროებს პრეპარატის შეწყვეტას.
გადაჭარბებულლი დოზირება:
სიმპრომები: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ჰალუცინაციები. მკურნალობა:სიმპტომატური, გულისრევისა და ჰალუცინაციების დროს ნიშნავენ მეტოკლოპრამიდს.

მიღების ხერხი და დოზირება:
შიგნით, 25მკგ ერთჯერ დღეში, ძილის წინ,  მცირეოდენ  საკვებთან ერთად, პირველი 3 დღის განმავლობაში. შემდგომ ნელნელა ზრდიან დოზას 25მკგ-ით ყოველ 3 დღეში. მეშვიდე დღის დღიური დოზა არის 75 მკგ.  საშუალო დღეღამური  დოზა არის 75-150 მკგ. აუცილებლობის შემთხვევაში დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 300 მკგ-მდე, რომელსაც საფეხურებრივ ზრდიან, 75-150მკგ-ით 4 კვირიანი ინტერვალებით.

განსაკუთრებული მითითებები:
აუცილებელია თავი შევიკავოთ ისეთი საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს გაზრდილ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს. მკურნალობის პირველ დღეებში რეგულარულად უნდა ვაკონტროლოთ არტერიული წნევა. გულისრევისა და პირღებინების დასათრგუნად მიღებამდე 1 საათით ადრე ნიშნავენ დომპერიდონს, რომელიც პერიფერული დოფამინერგული რეცეპტორების ანტაგონისტია.
ორსულობის დადგომის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის შეწყვეტა შემდგომი დაკვირვებით.
სიმსივნური ზრდის პროგრესირების შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განახლება ან განიხილება ოპერაციული ჩარევის საკითხი.
მეძუძურ დედებზე დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი თრგუნავს ლაქტაციას.
ბავშვებზე გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ურთიერთქმედება:
ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებები,  რომლებიც დოფამინური რეცეპტორების ბლოკირებას ახდენს, ამცირებენ პრეპარატის მოქმედებას. ეთანოლი აუარესებს ქინაგოლიდის ამტანობას.
პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულებით.

გაფრთხილება