ოდესტონი / ODESTON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიმეკრომონი/hymecromone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ნაღვმლდენი და სპაზმოლიზური საშუალება

შემადგენლობა
1 ტაბ.
ჰიმეკრომონი…….200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოდესტონი წარმოადგენს ნაღვლმდენ საშუალებას. იგი ოდის სფინქტერზე ავლენს სელექტიურ სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის შეგუბების სიმპტომების კუპირებას.

ფარმაკოკინეტიკა
ჰიმეკრომონი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. ჰიმეკრომონი გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები
ვირუსული ჰეპატიტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით და სხვა ქიმიური ნაერთებით მოწამვლის შედეგად გამოწვეული ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობა.
სიმპტომური მკურნალობა: სანაღვლე გზების სპაზმის, დისკინეზიების, დისპეპსიური დარღვევების, ქრონიკული ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს.
პრეპარატი ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ღებინებისა და ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის სეკრეციის დაქვეითებით.
ოდესტონი გამოიყენება გაურთულებელი ქოლელითიაზის, აგრეთვე როგორც ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 1-2 ტაბლეტის ოდენობით (200-400 მგ) 3-ჯერ დღეში, საშუალოდ 15-20 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია 4 ტაბლეტის ოდენობით (800 მგ) 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში: 200 მგ/10 კგ წონაზე სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-600 მგ და ნაწილდება 1-3 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ნაღვლის სეკრეციის მომატებასთან.

უკუჩვენება
ობტურაციული სიყვითლე, ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მორფინი ასუსტებს ჰიმეკრომონის მოქმედებას. ჰიმეკრომონისა და მეტოკლოპრამიდის ერთდროული მიღება ასუსტებს ორივე პრეპარატის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 200მგ ტაბლეტი ბლისტერზე №50; №50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED (POLFA PABIANICE)), პოლონეთი

გაფრთხილება