ომესამი კიდსი / Omesam Kids

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ომეგა 3/omega 3

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
ომესამი კიდსის ერთი რბილი საღეჭი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) – 750 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: დ-ალფატოკოფენოლი, ლიმონის ზეთი, ლაიმის ზეთი, ფორთოხლის ზეთი.

მოქმედების მექანიზმი
ომესამი კიდსის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA).
ომესამი კიდსის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის ორგანიზმის ფორმირებაში: დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) წარმოადგენს ტვინის უჯრედების მემბრანების და თვალის ბადურის მთავარ საშენ მასალას, ხოლო ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) ხელს უწობს ნეირონების ზრდას.
ომესამი კიდსი შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის, მათი ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების მიზნით.
ომესამი კიდსის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებენ მხედველობას, ქცევას, მეხსიერებას, სწავლის პროცესს, კითხვისა და წერის უნარებს. ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრირების გაუმჯობესებას და პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას.
ომესამი კიდსის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ის კომპლექსია, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ომესამი კიდსი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას.
ომესამი კიდსის ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული და ანტიალერგიული მოქმედება დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ეიკოზანოიდურ სისტემაზე ზემოქმედებასთან. ომესამი კიდსი ზრდის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ჩვენებები
– ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
– კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
– მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
– ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით;
– ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
– ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია;
– დისლიპიდემია, ტრიგლიცერიდემია;
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
– მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
– ემოციური ლაბილობა, დეპრესია;
– თვალის დაავადებები;
– რევმატოლოგიური დაავადებები;
– ორსულობა (ორსულის დაავადებები, ნაყოფის ჰიპოტროფია);
– ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები;
– რაქიტი;
– მოტეხილობები, ოსტეოპოროზი;

კომპლექსურ თერაპიაში:
– მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები;
– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა;
– ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი;- აუტოიმუნური დაავადებები.

უკუჩვენება
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები:  ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი კიდსის მოქმედებას.

მიღების წესი და დოზირება
ომესამი კიდსი საღეჭი კაფსულები ინიშნება დღის პირველ ნახევარში ჭამის შემდეგ:
2-6 წლის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში ერთხელ;
6-18 წლის ასაკში – 1 კაფსულა ორჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება 25°C ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 750 მგ კაფულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება