ორნოვინი / ORNOVIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.  ნოოტროპული, ანგიოპროტექტორული, ნეირომეტაბოლური და ანტიოქსიდანტური პრეპარატი.

შემადგენლობა:
– ფოსფატიდილსერინი 20% – 100 მგ
– ფოსფატიდილქოლინი 30% – 100 მგ
– გინკო ბილობა 3% – 100 მგ
– დიმეთილგლიცინი –  100 მგ
– ვიტ. B1 – 1,1 მგ
– ვიტ. B6 – 1,40 მგ
– ვიტ. B2 – 1,40 მგ
– ვიტ. B12 – 25 მკგ
– ფოლიუმის მჟავა – 200 მკგ
– ინოზიტოლი – 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს, ახდენს დამცავი პროცესების ნორმალიზებასა და გააქტიურებას. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფოსფატიდილსერინი პლაზმური მემბრანის შიგნითა ლიპიდური შრის ფოსფოლიპიდია; მაღალეფექტური ნატურალური ნეირომეტაბოლური საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის მუშაობას. კერძოდ ნერვული უჯრედების დაყოფასა და ზრდის დარეგულირებას. იგი ასევე ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმის გააქტიურებას თავის ტვინში, იცავს ნერვულ უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან; ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. აცეტილქოლინის შემცირება წარმოადგენს ალცჰეიმერის და მოხუცთა ჭკუასუსტობის გამოვლინების ერთ-ერთ მიზეზს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფოსფოტიდილსერინი აუმჯობესებს მეხსიერებას, დამახსოვრების პროცესს, აუმჯობესებს გუნება განწყობილებას; იცავს ტვინის უჯრედებს დაბერებისგან, ახასიათებს მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას, აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მეტაბოლიზმს.

ფოსფატიდილქოლინი  B5 ვიტამინის (პანთოტენის მჟავის) ზემოქმედებით გარდაიქმნება აცეტილქოლინად (აცქ) – თავის ტვინის ერთ-ერთ უმთავრეს ნეორომედიატორად. აცქ ააქტიურებს და აძლიერებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ხელს უწყობს მეხსიერების ფორმირებასა და შენარჩუნებას. აცეტილქოლინის გამომუშავების შემცირება იწვევს მეხსიერების გაუარესებას, გონებრივი აქტივობისა და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება დეპრესიების დროს.
ფოსფატიდილქოლინი იცავს ღვიძლს ალკოჰოლის, სამკურნალო საშუალებების, ვირუსებისა და მომწამვლელი ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციაში.

გინგკოს ფოთლები შეიცავს ფლავანოგლიკოზიდებს (კემპფეროლი, კვერცეტინი, იზო-რამნეტინი), პროანტოციანიდინებს, ტერპენებს (გინგკო-ლიდები, ბილობალიდები), ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინს. იგი ზრდის სისხლში გლუკოზისა და ატფ-ის (ადენოზინ-ტრიფოსფორმჟავა) დონეს, რაც აუცილებელია უჯრედში ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებისათვის, ხელს უშლის ერთროციტების აგრეგაციას, ამუხრუჭებს თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორს. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ამაგრებს და ელასტიურობას მატებს სისხლძარღვებს. გინგკოს ფოთლების ექსტრაქტი ზრდის დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს, ხელს უწყობს ნერვული სიგნალების გადაცემის სიჩქარის გაზრდას და ამით უზრუნველყოფს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობებისა და თვითკონტროლის უნარის გაუმჯობესებას.

დიმეთილგლიცინს გააჩნია ალფა-1-ადრენომაბლოკირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიკური მოქმედება. იგი არეგულირებს გლუტამატური რეცეპტორების მოქმედებას, რის შედეგადაც შესწევს უნარი შეამციროს ფსიქოემოციური დაძაბულობა, აგრესიულობა, კონფლიქტურობა, აამაღლოს სოციალური ადაპტაცია; გააუმჯობესოს განწყობილება; გაადვილოს დაძინება და მოახდინოს ძილის ნორმალიზება; ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დარღვევა, მათ შორის, კლიმაქტერულ პერიოდში; შეამციროს თავის ტვინთან დაკავშირებული საერთო დარღვევების გამოხატულება იშემიური ინსულტის და ზურგის ტვინის ტრავმის დროს.

ვიტამინი B1 – როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.

ვიტამინი B6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.

ვიტამინი B2 – უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვააღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს ჭრილობების დროს.

ვიტამინი B12 – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მნიშვნელოვანია უჯრედის ზრდისა და დაყოფისათვის, დნმ და რნმ-ის სინთეზში, უზრუნველყოფს ჰემოპოეზის ფორმირებას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

ფოლის მჟავა – მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე – ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.

ინოზიტოლი იდენტიფიცირებულა, როგორც ჰეკსაკიფოსფატის ეთერი, ფიტინის მჟავა. მნიშვნელოვანი როლი აკისრია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სიგნალის გადაცემასა და კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ინოზიტოლი არის ერთ- ერთი ზრდის ფაქტორი.
თავის ტვინში ინოზიტოლის კონცენტრაციის ცვლილება იწვევს მთელ რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებს. მისი ორალური გზით მიღება მნიშვნელოვანია რიგი ნეიროფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ.
ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში. მისი არსებობა აუცილებელია ნეიტრალური ცხიმების მობილიზაციისათვის, ამცირებს ქოლესტეროლის შემცველობას სისხლსა და ღვიძლში, ინოზიტოლის შემცველი ფოსფოლიპიდების ფორმირების გზით, რომლებიც თრგუნავენ ლიპიდ – ქოლესტეროლის მაკრომოლეკულების წარმოქმნას.

ჩვენებები:
– ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული
ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი,
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
– თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა);
– პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია;
– პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
– გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით;
– ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება;
– ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;
– გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;
– დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
– პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
– ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
– ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
– დიაბეტური რეტინოპათია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.

გამოყენების  წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება  მოზრდილებში: 1 ტაბლეტი  2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებში: 8 წლიდან 1 ტაბლეტი 1 -ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

შენეხვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერებზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Ornado Medicine, იტალია

გაფრთხილება