ოროტის მჟავა – OROTIC ACID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოროტის მჟავა მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლური პროცესების სტიმულაციას. პრეპარატი ცილების სინთეზის პროცესში პირიმიდინების ფუძეების ერთ-ერთი წინამორბედია (ურაცილი, თიმინი, ციტოზინი). იგი მონაწილებს ნახშირწყლების ცვლაში, რაც გულისხმობს მის გავლენას გალაქტოზის ცვლაზე. იგი აქვეითებს ლიპიდებისა და ქოლესტერინის საერთო დონეს, ამიტომ როგორც ანაბოლური ტიპის მოქმედების პრეპარატი და მისი მარილები გამოიყენება ცილების ცვლის დარღვევის დროს და მეტაბოლური პროცესების სტიმულაციისათვის.

ჩვენებები
ოროტის მჟავა ჩვეულებრივ გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში (ვიტამინები, კარდიოტონული პრეპარატები და სხვა);
ღვიძლის დაავადების დროს, რომლებიც გამოწვეულია მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციით (გამონაკლისი წარმოადგენს ღვიძლის ციროზი ასციტი),
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს;
დისტროფიისას, ბავშვებში ალიმენტარული და ალიმენტარულ-ინფექციური დისტროფიის დროს, ანემიის დროს;
რეკონვალესცენციის პერიოდში, გულის ქრონიკული უკმარისობისას, არითმიის და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც ითხოვენ ანაბოლური პროცესების სტიმულაციას, მათ შორის მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ.
მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 0.5-1.5 გ დღეში (სადღეღამისოო დოზა შეადგენს 0.25-0.5 გ-ს 2-3-ჯერ დღეში). ცალკეულ შემთხვევებში მოზრდილებში დოზა დგინდება პრეპარატის ამტანობისა და პრეპარატის ეფექტურობის მიხედვით და მას ზრდიან 3 გ-მდე.
ბავშვებში ალიმენტარული და ალიმენტარულ-ინფექციური დისტროფიის ანემიის, აგრეთვე რეკონვალესცენციის პერიოდში პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-20 მგ (0.01-0.02 გ) 1 კგ წონაზე. მოცემული დოზა მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 კვირას, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ ერთთვიანი შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ოროტის მჟავა, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა კანზე ალერგიული რეაქციები, დისპეფსია, რომლებიც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.
გვერდითი მოვლენების წარმოქმნის დროს, ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის და ღვიძლის ციროზის დროს.

გაფრთხილება