ოსტეოჰარდი / OSTEOHARD

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმი – 600 მგ (კალციუმის კარბონატის სახით – 1500 მგ);
ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 5 მკგ (ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით – 2 მგ);
თუთია – 10 მგ (თუთიის ოქსიდის სახით 12.5 მგ);
ფიტომენადიონი (ვიტ. K1) – 50 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში,კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 – ის დეფიციტისშევსებას, ამცირებს
ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში, წარმოადგენსსისხლის შემადედებელი სისტემის კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავისპროქსიმალური ნაწილიდან აქტიური, ვიტამინ დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით. თუთიაარეგულირებს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. ახდენს სასქესო ჰორმონების სინთეზისრეგულაციას, სპერმატოზოიდების მომწიფებასა და დნმ-ის მოლეკულის სტაბილიზირებას. თუთია ამცირებსნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის მოცილების რისკს. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. წარმოადგენს სისხლის შემადედებელი სისტემისერთ-ერთ კომპონენტს. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

ჩვენებები:
მენოპაუზის შემდგომი და მოხუცებულთა ოსტეოპოროზის და მათი გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
კალციუმის და/ან ვიტამინ D3-ის დეფიციტი.
ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმსა და ვიტამინ D3-ზე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
აგრეთვე ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში.

უკუჩვენება:
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ვიტამინ D3-ის ჰიპერვიტამინოზი, მომატებულიმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს კალციუმი – 1200 მგ-ს და ვიტამინი D3 – 10 მკგ-ს. ვიტამინი D3 დამისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას სხვაწყაროებიდან მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3-ის რაოდენობა როგორც ბავშვის ასევე დედის ორგანიზმში.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები: ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში; ოსტეოპოროზის კომპლექსურითერაპია – 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. კალციუმისა და ვიტამინი D-ს დეფიციტის შესავსებად: მოზრდილები დაბავშვები 12 წლის ზევით – 2 ტაბლეტი დღეში, ბავშვები 6-დან 12 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში, 2 – დან 6წლამდე – 1/2 ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა,
მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდშიკალციუმის შემცველობის მომატება).

ჭარბი დოზირება:
ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობებიშეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook