ოსტეოქეა / Osteocare

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.

ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი – ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ.

ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის  საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს CA-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას  სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი  მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში. ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

მოქმედება:
– კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.
– ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
– მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
– თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
– ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

შემადგენლობა: 2 აბი
კალციუმი 800 მგ
მაგნიუმი 300 მგ
თუთია 10 მგ
ვიტამინი D3 (400სე) 10 მკგ

ჩვენება:
– რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
– ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
– კარიესის პროფილაქტიკა
– სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
– მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
– ორსულობა და ლაქტაცია
– მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

მიღების წესი:
ბავშვები (4-12 წ): ერთი აბი დღეში ერთხელ.
მოზრდილები: დღეში 2 აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.

არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტეინს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა15 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 6 ბლისტერი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #90

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება