ოსტეოვიტი / OsteoVit

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შიცავს
კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით 1000 მგ)……400 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჰიდროქსიდის სახით 372 მგ)…..150მგ
თუთია (თუთიის სულფატი 7H2O-ს სახით  22მგ)……5მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით 100 IU)…..2,5 მკგ

ფარმაკოდინამიკა:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას  ძვლოვან ქსოვილში, ფრჩხილებში, კბილებში, თმასა და კუნთებში. ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს, კალციუმი უმნიშვნელოვანესია ნერვული გამტარებლობის რეგულაციასა და კუნთების შეკუმშვის პროცესში. წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს. ვიტამინ D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან. კალციუმისა და ვიტამინ D3-ის მიღება ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის მომატებული რეზორბციის სტიმულატორს. მაგნიუმის ჰიდროქსიდი აგვარიდებს არასასურველ კრისტალიზაციას და უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას მხოლოდ დეფიციტურ უბნებში. თუთია მონაწილეობს ძვლოვანი სტრუქტურის მეტაბოლიზში, დადებითად მოქმედებს კალციუმ-ფოსფორის ცვლაზე და აძლიერებს არაორგანული ფოსფორის შეთვისებას. თუთია და მაგნიუმი ერთად, ხელს უწყობენ ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3-ის ათვისებას.

ჩვენება:
– კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა ან დეფიციტის განვითარების   მაღალი რისკი
– გლუკოკორტიკოიდებისა და თირეოიდული ჰორმონების  ხანგრძლივი გამოყენება;
– ოსტეოპოროზის  პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
– კლიმაქტერული პერიოდი;
– ხშირი მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტრავმული რეგენერაციის შენელება;
– თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
– სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვისას;
– ხშირი კარიესი, მტვრევადი თმა და ფრჩხილები.

მიღების წესი: 2 ტაბლეტი დღეში

უკუჩვენება
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, D3 ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #90

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

გაფრთხილება