ამბენე – AMBENE

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამბენე – AMBENE-ის საეთაშორისო დასხელება (მოქმედი ნივთიერება): ციანოკობალამინი, დექსამეტაზონი, ფენილბუტაზონი/CYANCOBALAMIN; DEXAMETHAZONE; PHENYLBUTAZONE

ამბენე – AMBENE-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ანთების საწინააღმდეგო საშუალება


ამბენე – AMBENE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: A და B ხსნარების კომპლექტი.
ხსნარი A: ამპულაში 2 მლ
1 ამპ.
დექსამეტაზონი……..      3.32 მგ
ფენილბუტაზონი…….    375 მგ
ხსნარი B: ამპულაში 1 მლ
1 ამ.
ციანოკობალამინი…….   2.5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ურიკოზურიული მოქმედებით.

დექსამეტაზონი– გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ფენილბუტაზონი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (პირაზოლინის წარმოებული), ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ურიკოზურიულ ეფექტს.
ნატრიუმის სალიცილამიდოაცეტატი ხასიათდება ანალგეზიური ეფექტით, უზრუნველყოფს პრეპარატის საუკეთესო ხსნადობას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, ახდენს ლიპიდების ცვლის გააქტიურებას, უზრუნველყოფს უჯრედების რეგენერაციას და ნერვული ბოჭკოების მიელინური შრის რეგენერაციას, ახდენს გამოხატულ ანტინევროლოგიურ მოქმედებას.
ლიდოკაინი ახდენს ინექციის ადგილის ანესთეზიას.

ჩვენებები:
სახსროვანი სინდრომი (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაალკირებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრა).
ტკივილის სინდრომი (ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი, ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები).

მიღების წესი და დოზირება:
კუნთში (ღრმად და ნელა ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში) 1 ინექცია დღეში, ყოველდღე ან დღეგამოშვებით, არაუმეტეს 3 ინექციისა კვირაში. განმეორებითი კურსის ჩატარებისას ინტერვალი კურსებს შორის უნდა შეადგენდეს რამდენიმე კვირას.
საინექციო ხსნარის მომზადების წესი:
2 ამპულიანი კომპლექტის გამოყენებისას შპრიცში თავდაპირველად აიღება ხსნარი A, შემდეგ – ხსნარი B.
შეყვანას ახდენენ დაუყოვნებლივ ხსნარების შერევისთანავე.
მზა ხსნარის ტემპერატურა ახლოს უნდა იყოს ავადმყოფის სხეულის ტემპერატურასთან.

განსაკუთრებული მითითებები:
– გათვალისწინებული უნდა იქნას კუმულაციის შესაძლებლობა ფენილბუტაზონის დიდი T1/2–ის გამო (განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას).
– დასუსტებულ და ხანშიშესულ ავადმყოფებს ენიშნებათ მინიმალური დოზა.
– ინექციის ადგილის გაღიზიანებისაგან დაცვის მიზნით აუცილებელია კუნთში ღრმად ჩატარდეს ინექცირება და სხვადასხვა ადგილზე.
–  ავადმყოფობის მწვავე სიმპტომების კუპირების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ტაბლეტების ან რექტალური სანთლების გამოყენებით.
– მკურნალობის დროს ავადმყოფის საკვები უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით K+, ცილებს, ვიტამინებს და მცირედ ცხიმებს, ნახშირწყლებს და მოხარშულ მარილს.
– აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი, კრეატინინის შემცველობა, შარდოვანა და ტრანსამინაზა.
– დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატში K+ კონტროლი;
– ანტიკოაგულანტები – სისხლის შემდედებელი სისტემის მაჩვენებლების კონტროლი (სისხლდენის რისკის გამო). ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ (რომ გამოირიცხოს ფენილბუტაზონის გავლენა).
– ციანკობალამინმა შეიძლება ცდომილება შეიტანოს კლინიკო–ლაბორატორიულ მაჩვენებელში ფუნქციონალური მიელოზის და/ან პერნიციოზული ანემიის დროს.

უკუჩვენებები:
* ზემგრძნობელობა;
* მწვავე გასტრიტი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (მათ შორის რემისიის ფაზაში);
* მიოკარდის მწვავე ინფარქტი, გამტარობის დარღვევით, პარკუჭოვანი არითმიები;
* ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
* ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
* ვირუსული ინფექცია (მათ შორის ჰერპესი, წითელა, პაროტიტი, პოლიომიელიტი, გამონაკლისია დაავადების ბულბარული ფორმა);
* სისტემური მიკოზი;
* გლაუკომა, რქოვანას ტრავმები;
* ძვლის ტვინისა და სისხლის დაავადებები (მათ შორის ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოფილია), მიელოსუპრესია; გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, რევმატიული პოლიმიალგია;
* პანკრეატიტი; სტომატიტი;
* ლიმფადენიტი ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ;
* ქირურგიული ოპერაცია;
*გლუკოზო–6–ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;
*ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი;
*ბავშვთა ასაკი (14 წლამდე),
* მოხუცებულთა ასაკი;

სიფრთხილით:
შაქრიანი დიაბეტი, ტუბერკულოზი, ამებიაზი, ეპილეფსია, ფსიქიური დაავადებები, ბრონქული ასთმა, თივის ცხელება, ბაქტერიული ინფექცია, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, თრომბოემბოლია, ოსტეოპოროზი.

გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვა, ძილის დარღვევა, ეიფორია, ფსიქოზი.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ანურია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცელში, დიარეა, კუჭ–ნაწლავის ეროზიულ–წყლულოვანი დაზიანება; კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა(იშვიათად).
სისხლის შემდედებელი და ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია, პანციტოპენია.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ჰიპერვენტილაცია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.
გულსისხლარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული კოლაფსი (იშვიათად).
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობისა და სმენის დარღვევა;
ლაბორატორიული მაჩვენებლები: მეტაბოლური ალკალოზი ან აციდოზი, თირკმლისმიერი ტრანსამინაზების მომატება.
ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, კანის ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი.
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილის ტკივილი, ქსოვილის აბსცესი და ნეკროზი (იშვიათად).
სხვა: ცხელება, შეშუპება თავის ტვინის და/ან ფილტვების, კომა, მიკოზი, იმუნოდეპრესია (ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შეფერხება).

მკურნალობა: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები; ჩვენებით ანტიეპილეპტიური მკურნალობა (დიაზეპამის შეყვანა), ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– შესაძლებელია სულფანილამიდებისა და Li+ პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდა, მეტოტრექსატის ტოქსიურობის მომატება, ბარბიტურატების საძილე მოქმედების გაძლიერება, ჰიპოტენზიური სამკურნალო პრეპარატების, ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაქვეითება, ფენიტოინის მოქმედების გაძლიერება, სულფინპირაზონის და მილაკოვანი სეკრეციის ბლოკატორების ურიკოზურიული ეფექტის შემცირება;
– ვაქცინაციის ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
–  ანთების საწინააღმდეგო და ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან იზრდება სისხლდენის რისკი.
– ჰიპოგლიკემიური თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.
– პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას, დიპირიდამოლი ან სულფინპირაზონი საჭიროებს პროთრომბინული დროის კონტროლს.
– საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული დანიშვნისას შეიძლება შენელდეს ან დაჩქარდეს დიგიტალიზაცია.
– დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია დიურეზისა და ნატრიურეზის შემცირება, ჰიპო– ან ჰიპერკალიემიის განვითარება.
– ანაბოლური სტეროიდები და მეთიფენიდატი აძლიერებენ, ხოლო ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების წინამორბედი ინდუქტორები (ბარბიტურატები, პრომეტაზინი, რიფამპიცინი, ფენიტოინი) ამცირებენ პრეპარატის ეფექტს.

მწარმოებელი: MERKLE, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook