ამბროსანი – AMBROSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამბროსანი – AMBROSAN-ის სართაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამბროქსოლი/AMBROXOL

ამბროსანი – AMBROSAN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება


ამბროსანი – AMBROSAN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი…. 30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროსანი წარმოადგენს მოქმედების 2 მექანიზმის მქონე მუკოლიზურ პრეპარატს: იგი ახორციელებს თავის მოქმედებას ლორწოვანის სეკრეციის გაზრდით და აღნიშნული სეკრეტის გათხიერებით (სეკრეტოლიზი), აგრეთვე, ლორწოს ევაკუაციის გაძლიერებით (სეკრეტომოტორიკა).
ამბროქსოლი წარმოადგენს ბრომჰექსინის მეტაბოლიტს. იგი ხასიათდება კარგად გამოხატულ ამოსახველებელი ეფექტით.
ამბროქსოლის აქტივობის გამო, იზრდება მუკოლიზურ უჯრედებში როგორც ლიზოსომების გამოყოფის, აგრეთვე ჰიდროლიზური ენზიმების აქტივობის პროცესი, რაც იწვევს ლორწოვან გარსში ბრონქების მიერ გამოყოფილი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამავე დროს, უფრო ნაკლებად ბლანტი ლორწოს გამოყოფის გამო, მიმდინარეობს ადენოციტების სტიმულაცია.
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, ამბროქსოლის გამოყენებით ძლიერდება ბრონქული სეკრეტის გამოყოფის პროცესი და მუკოცილიარული კლირენსი. ამასთან ერთად მცირდება ლორწოს სიბლანტე, რის გამოც ძლიერდება ფილტვების ვენტილაცია და სუსტდება ხველება.

ფარმაკოკინეტიკა:
Per-os მიღების დროს ამბროქსოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მისი მაღალი ტროპიზმის გამო, იგი ადვილად ნაწილდება ბრონქების ლორწოვან გარსში და ფილტვის ქსოვილში. სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-1.5 სთ-ის შემდეგ. პერორალურად მიღებული პრეპარატის დოზის ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს.
ამბროქსოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია და შეადგენს 8-10 სთ-ს.
ამბროქსოლის სეკრეცია ორგანიზმიდან ძირითადად მიმდინარეობს თირკმელების საშუალებით. ბრომჰექსინისაგან განსხვავებით, ამბროქსოლი ღვიძლში არ განიცდის დამატებით ბიოტრანსფორმაციას, რაც ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენებები:
მწვავე ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი;
ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში;
ბრონქული ასთმა;
ბრონქოპნევმონია;
მუკოვისციდოზი;
ბრონქოექტაზური დაავადება;
დიდი ქირურგიული ოპერაციების შემდგომ, ტრავმების და სხვა პერიოდში ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ პერორალურად ინიშნება 1 ტაბ. (30 მგ) 2-3-ჯერ დღეში (მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 180 მგ-მდე).
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე – 1/2 ტაბ (15 მგ) 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურა;
2-5 წლამდე (1/4 ტაბ. (7.5 მგ) 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/4 აბ. (7.5 მგ) 2-ჯერ დღეში.
ტაბლეტებს იღებენ ჭამის დროს, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ურტიკარიის და ანგიონევროზული შეშუპების სახით აღენიშნებათ ავადმყოფთა არა უმეტეს 1%-ს.
პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალიან დიდია, ამიტომ მისი ჭარბი დოზირების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ;
ორსულობის I ტრიმესტრი;
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ამბროქსოლის და ზოგიერთი ანტიბიოტიკების – ამპიცილინის, ამოქსიცილინის და სხვა კომბინაციით ძლიერდება ანტიბაქტერიული საშუალების ეფექტურობა.
ამბროქსონის კომბინაციით თეოფილინთან იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის ვადების შემცირების შესაძლებლოაბს იძლევა.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი

გაფრთხილება