ამიაკის ხსნარი 10% / Ammonia solution

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამიაკის ხსნარი 10% / Ammonia solution-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამიაკი/ammonium hydroxide

ამიაკის ხსნარი 10% / Ammonia solution-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები


ამიაკის ხსნარი 10% / Ammonia solution აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ამიაკი 10 მლ, გამოხდილი წყალი 100 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამიაკის ხსნარის მოქმედება განპირობებულია მის ადგილობრივად გამაღიზიანებელ თვისებაზე: აღიზიანებს ზემო სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს, რაც იწვევს სისხლძარღვთა და სასუნთქი ცენტრის რეფლექტორულ სტიმულაციას, შესაბამისად სუნთქვის გაძლიერებას და არტერიალური წნევის აწევას. მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.
ამიაკის ხსნარისშიგნით მიღებისას აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ღებინებას. იწვეწს სასუნთქი გზების გააქტიურებას და ხელს უწყობს ამოხველებას. გამოირჩევა ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით.
მწერების ნაკბენეზე იხმარება საფენების სახით.

ჩვენებები
იყენებენ, როგორც გადაუდებელ საშუალებას სასუნთქი ცენტრის აგზებისათვის და ავადმყოფთა გამოსაყვანად უგონო მდგომარეობიდან, რისთვისაც პრეპარატში დასველებული ბამბის ან დოლბანდის პატარა ნაჭერი მიაქვთ ცხვირის ნესტოებთან (0,5-1,0 წმ). მწერების ნაკბენისას გამოიყენება გარეგანი საფენის სახით. ქირურგიულ პრაქტიკაში იხმარება ხელების დასაბანად (25 მლ პრეპარატი 5 ლ თბილ ანადუღარ წყალში). ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით და კარგად ასუფთავებს კანს.

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად ამოსაღებინებელი საშუალების სახით (5-10 წვეთი 100 მლ წყალში).

გვერდითი მოვლენები
განუზავებელი ხსნარის მიღება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დამწვრობას.

უკუჩვენება
ამიაკის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია დერმატიტების, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება
მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იწვევს მჟავების ნეიტრალიზებას.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა:
10% ხსნარი 10მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ეუბიოტიკები, საქართველო

გაფრთხილება