კავსურონი – CAUSURONUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კავსურონი – Causuronum წარმოადგენს მცენარე კავკასიური ანუ ჩვეულებრივი სუროს (Hedera caucasigena seu H. helix) ფოთლების თხევად სპირტ-წყლიან ექსტრაქტს. მოყვითალო ყავისფერი სითხეა, სპეციფიკური სუნით და გემოთი. შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს და ფლავონოიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კავსურონს ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო მოქმედება სასუნთქი გზების დაზიანების დროს, გააჩნია გამოხატული ამოსახველებელი და ბრონქოსპაზმოლიზური თვისება.

ჩვენებები:
კავსურონი გამოიყენება როგორც ხველების შემაჩერებელი და ამოსახველებელი საშვალება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ყივანახველას, ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს.
პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ბრონქოლიზურ საშვალებებთან ერთად.

გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, შიგნით, წვეთების სახით მცირე რაოდენობა წყალთან ერთად.
ბავშვებში 3–დან 5 წლამდე 8-10 წვეთი 3-5-ჯერ დღეში;
5 წლის ზევით 20 წვეთი 3 – 5-ჯერ დღეში;
მოზრდილებში 40 წვეთი 4-5-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 12 დღემდე. მიღების წინ უნდა შეინჯღრეს.

უკუჩვენებები: * არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები: არ არის შემჩნეული

გამოშვების ფორმა 50 მლ მუქი ფერის ფლაკონებში

ვარგისობის ვადა: 3 წელი. დასაშვებია მცირე ნალექი

შენახვის პირობები: მშრალ, გრილ ადგილას.

გაიცემა ურეცეპტოდ

გაფრთხილება