კარდიკეტი® – KARDIKET®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იზოსორბიდის დინიტრატი/ISOSORBIDE DINITRATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ორგანული ნიტრატები, პერიფერიული ვაზოდილატატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები რეტარდი: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
იზოსორბიდის დინიტრატი………….       20 მგ
1 ტაბ.
იზოსორბიდის დინიტრატი…………….     40 მგ
1 ტაბ.
იზოსორბიდის დინიტრატი……………..   60 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, პოლივინილაცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა-მონოჰიდრატი, სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარდიკეტ რეტარდი ხასიათდება სწრაფი ეფექტისა და გახანგრძლივებული მოქმედების შერწყმით. პრეპარატის უპირატესობა განისაზღვრება აქტიური ნივთიერებით, რომელსაც შეიცავს კარდიკეტ რეტარდის ტაბლეტი. იგი სწრაფად ხვდება სისხლის მიმოქცევაში, რის გამოც უზრუნველყოფს სწრაფ ეფექტს ანგინოზური შეტევისა და კარდიალური ასთმის ეპიზოდის დროს და დიდხანს ინარჩუნებს თავის დამცველობით ფუნქციას.

ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევის პროფილაქტიკა;
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მკურნალობა შენარჩუნებული სტენოკარდიის დროს;
გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის დროს საგულე გლიკოზიდებით, აგფ ინჰიბიტორებით ან/და დიურეტიკებით).

მიღების წესი და დოზირება:
კარდიკეტ რეტარდი მიიღება (დაუღეჭავად, წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად და საკვებისაგან დამოუკიდებლად) შემდეგი დოზებით:
კარდიკეტ რეტარდი 20 მგ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდის შემთხვევაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
კარდიკეტ რეტარდი 40 მგ: დასაწყისში – 1 ტაბლეტი ერთხელ ან 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად დოზირებისას 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მე-2 ტაბლეტის მიღება სავალდებულოა არაუგვიანეს 8 სთ-ისა პირველი ტაბლეტის მიღებიდან.
კარდიკეტ რეტარდი 60 მგ: დასაწყისში – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად დოზირებისას 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მე-2 ტაბლეტის მიღება სავალდებულოა არა უგვიანეს 8 სთ-სა პირველი ტაბლეტის მიღებიდან,
მკურნალობა სასურველია დაიწყოს მცირე დოზების შემდგომ გაზრდით სასურველამდე. კარდიკეტ რეტარდი რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ექიმის კონსულტაციის გარეშე მისი მიღების შეწყვეტა დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი (“ნიტრატული თავის ტკივილი”), რომელიც ქრება რამოდენიმე დღის შემდეგ პრეპარატის შემდგომი მიღებისას. კარდიკეტ რეტარდის დიდი დოზის ხანგრძილვად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა, აგრეთვე ჯვარედინი ტოლერანტობა ნიტრატების ჯგუფის სხვა პრეპარატებთან.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ნიტრატების მიმართ;
* გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
* მწვავე სისხლძარღვთა უკმარისობა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);
* გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა 90 მმ/ვწყ. სვ).
* აუცილებელია საგულდაგულო საექიმო მეთვალყურეობა არტერიული და/ან მიტრალური სტენოზების, დაბალი არტერიული წნევის გამო სისხლმიმოქცევის რეგულაციის დარღვევის (სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ორთოსტატული დარღვევა), ჰიპერტონული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის (გულის კუნთის დაზიანება გულის კამერების შევიწროვების გამო), კონსტრიქტული პერიკარდიტების, გულის ტამპონადის, ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების, ფილტვების ტოქსიკური შეშუპების დროს.
* კარდიკეტი არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევების კუპირების მიზნით, იგი უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:
კარდიკეტ რეტარდის მიღებისას პაციენტებს ფილტვების პირველადი დაავადებით შესაძლებელია განუვითარდეთ ჰიპოქსემია ჰიპოვენტილირებულ ალვეოლარულ ზონებში სისხლის ნაკადის შედარებითი გადანაწილებით.
პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით შეიძლება განუვითარდეთ მიოკარდიუმის გარდამავალი იშემია.
მითითებები ფსიქომოტორული რეაქციის გავლენის გამო: ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციის შეცვლა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ქუჩაში მოძრაობის უნარის გააქტიურებაზე. ეს მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ალკოჰოლის მიღების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება კარდიკეტ რეტარდისა და სხვა ვაზოდილატატორების, ჰიპოტენზიური პრეპარატების, ბეტა-ადრენობლოკატორების, კალცი-ბლოკატორების, ფოსფოდიესერაზა 5-ის ინჰიბიტორების, რომლებიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის დრო (მაგ., ვიაგრა), ნეიროლეპიკების და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, აგრეთვე ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას.
სიმპატომომიმეტურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენება აქვეითებს კარდიკეტ რეტარდის ანტიანგინალურ ეფექტს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: SCHWARZ PHARMA, გერმანია

გაფრთხილება