არტიკოლაზიონი / Articolazioni

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არტიკოლაზიონი / Articolazioni-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

არტიკოლაზიონი / Articolazioni-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები


არტიკოლაზიონი / Articolazioni აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


2 კაფსულის შემადგენლობა
თევზის ქონი                                           – 1,725 გ
EPA (ეიკოსაპენტაენის მჟავა)     – 518 მგ
DHA (დოკოსაჰექსაენის მჟავა) – 345 მგ
გლუკოზამინი                             – 500 მგ
ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა    – 80 მგ
ჰიალურონის მჟავას  ნატრიუმის მარილი  – 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E171, E172; სოიოს ლეციტინი, დ-ტოკოფეროლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები 
ომეგა 3 -პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნატურალური წყარო  – ახდენს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების თანაფარდობის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს,
EPA და DHA – თევზის ქონისგან ნატურალურად მიღებული ომეგა 3-ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, გააჩიათ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების ფუნქციის გამაუმჯობესებელი მოქმედება
გლუკოზამინი – ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს. ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას.  ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს.  ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს სინოვიალურ სითხეში  სახსრების ხრტილსა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.  ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში.
ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა – მონაწილეობს კოლაგენის, პროკოლაგენის, კორტიკოსტეროიდების და სხვა ნივთიერებების სინთეზის პროცესებში. კოლაგენი წარმოადგენს ძვლების, ხრტილის, იოგების, მყესების და კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურულ ცილას.
ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი – ხრტილოვანი და სინოვიალური სითხის ძირითადი კომპონენტია, ხრტილის „ბუნებრივი საცხი“. აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. რითაც აძლიერებს ძვლების და  სახსრების “ამორტიზაციას”. წარმოადგენს უჯრედშორის სივრცის შემავსებელს, წარმოადგენს სითხის ე.წ. „რეზერვუარს“, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.

ჩვენება
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პათოლოგიები, ტკივილი, შეშუპება, ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.

მიღების წესი და დოზირება
12 წლიდან:
პროფილაქტიკისთვის – თითო კაფსულა ერთხელ დღეში
სამკურნალოდ – თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში
პრეპარატი მიიღება პერორალურად საკმარისი რაოდენობა წყლის დაყოლებით საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
მკურნალობის კურსი  2-3 თვე. საჭიროების შემთხვევაში სასურველია კურსის გამეორება

გვერდითი მოვლენები
გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.
ცალკეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება.
გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. თირკმლების ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით მიიღება სისხლდენებისადმი მიდრეკილ პირებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებსა და ანტიაგრეგანტებს.
არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მოშორებით

გამოშვების ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულა №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Marco Viti, იტალია

გაფრთხილება