არტიშოკი / Artichoke

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არტიშოკი / Artichoke-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

არტიშოკი / Artichoke-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


არტიშოკი / Artichoke აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისა და ნორმალური მონელების ხელშეწყობისთვის.

რას წარმოადგენს არტიშოკის აბები?
HealthAid-ის ყველა მცენარეული პრეპარატის ფორმულა საუკეთესო ხარისხის ექსტრაქტებისა და ფხვნილების საფუძველზე მზადდებ.; ველურად მოპოვებული და ხელოვნურად კულტივირებული მცენარეები მუშავდება ისე, რომ განთავისუფლდეს ყოველგვარი მინარევისგან და შენარჩუნებულ იქნას მათი სამკურნალო თვისებები. Healthaid-ის არტიშოკის ფოთოლი მდიდარია ცინარინით, ბუნებრივი საკვები კომპონენტით, რომელსაც ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის ხელშემწყობ საშუალებად მიიჩნევენ. არტიშოკი ასევე სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის, ქოლესტერინის კონტროლისა და ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევისთვის, არტიშოკი ასევე ლიბიდოს მომატების საშუალებად არის ცნობილი.

რისთვის გამოიყენება არტიშოკის აბები?
– ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას
– ჯანმრთელი ღვიძლის ფუნქციის შენარჩუნებისთვის
– ხელს უწყობს ქოლესტერინის ჯანმრთელი დონის შენარჩუნებას
– სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისათვის
– ხელს უწყობს მონელებას

ვისთვის არის სასარგებლო არტიშოკის აბები?
არტიშოკის აბები სასარგებლოა:
– მათთვის, ვისაც სურს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება
– მათთვის, ვისაც ჯანსაღი გულის შენარჩუნება სურს
– მათთვის, ვისაც ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა სურს
– მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აწუხებს
– მათთვის, ვისაც სექსუალური ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა ერთი აბი შეიცავს(საშუალოდ): რდნ%
არტიშოკის ექსტრაქტი ** (8160მგ ნედლეული არტიშოკის ფხვნილისექვივალენტი) 204მგ *
არტიშოკის პუდრი 190მგ *
** სტანდარტიზებული მინ 2.5% ცინარინი (დიკოფეოილქინის მჟავა)
რდნრეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისადდადგენილი არ არის

** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)

გამოყენების წესი: მოზრდილები და 16 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი ან ორი აბი დღეში საკვებთან ერთად. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილება:
– ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
– გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
– სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
– საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
– არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

გაფრთხილება ალერგიის დროს: პროდუქტი შეიცავს სოიოს

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: 8250მგ ტაბლეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: HEALTHAID, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება