ასპირინი კარდიო – ASPIRIN CARDIO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასპირინი კარდიო – ASPIRIN CARDIO-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): აცეტილსალიცილის მჟავა/
ACETYLSALICYLIC ACID;

ასპირინი კარდიო – ASPIRIN CARDIO-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალება.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა………            100 მგ
1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა………            300 მგ
დამატებით ნივთიერებები:
ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მეტაკრილის მჟავის კოპოლიმერი, ნატრიუმის ლაურიტი (1:1), ნატრიუმის დოდეცილ სულფატი, პოლისორბატი 80, ტალკი, ტრიეთილციტრატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა.


ასპირინი კარდიო – ASPIRIN CARDIO აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები:
აცეტილსალიცილის მჟავა ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციის შემცირებას და გამოიყენება:
არასტაბილური სტენოკარდიის დროს;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს;
განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისათვის;
სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდეგ;
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის პროფილაქტიკისთვის;
კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, მრავლობითი რისკ ფაქტორების არსებობისას.
ასპირინი კარდიო ინიშნება ასევე შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესები და დოზირება:
არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის დროს, თავის ტვინიზე სისხლის მომიქცევის მოშლის პროფილაქტიკისას რეკომენდებულია 100-300 მგ ასპირინი დღეში;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში ინიშნება 100 მგ დღეში;
განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 300 მგ დღეში;
კორონარული თრომბოზის, შაკიკის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება 100-200 მგ დღეში ან 300 მგ ყოველ მეორე დღეს.
მიღების წესი: ინიშნება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
აორტო-კორონარული შუნტირებისას ინიშნება 24 საათის გასვლის შემდეგ.
როგორც ანტიაგრეგანტი ინიშნება ხანგრძლივად ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები:
ხშირია: ტკივილი, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ზოგჯერ: გულისრევა, ღებინება.
იშვიათად: სისხლდენა და კუჭის წყლულის განვითარება. შავი ფერის განავალის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია; ალერგიული რეაქციები.
ერთეულ შემთხვევებში: თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოგლიკემია, კანის მხრივ მძიმე ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია ისეთი დაავადებებისას, როდესაც წამლის მიღება, საერთოდ შეზღუდულია. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტის მიერ გადატანილი თანმხლები დაავადებების, ჩატარებული მკურნალობის, მავნე ჩვევების და ცხოვრების წესის შესახებ.
ასპირინი უკუნაჩვენებია:
მომატებული მგრძნობელობა ასპირინის და სალიცილატების მიმართ;
ჰემორაგიული დიათეზი;
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში;
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
ბრონქული ასთმის დროს;
ანტიკოაგულანტებთან და ჰეპარინთან ერთად;
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული და მორეციდივე დაავადებების დროს;
თირკმელების დაავადებისას;
ღვიძლის მძიმე დაზიანებისას;
ორსულობის 1-2 ტრიმესტრში 300 მგ-ზე მეტი.

განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებში და მოზარდებში ცხელების დროს ასპირინი სიფრთხილით ინიშნება. ასპირინის ფონზე ღებინების განვითარება რეის სინდრომზე მიუთითებს, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასპირინს შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულებში, სასუნთქი გზების დაავადებების, მომატებული მგრძნობელობისას ანტირევმატული და ანალგეზიური მოქმედების წამლების მიმართ, ალერგიების შემთხვევაში.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება აზიანებს თირკმლის ფუნქციას.
ორსულობის ბოლო მესამედში ასპირინი უკუნაჩვენებია შესაძლოა სამშობიარო გართულებების გამო. არასასურველია მისი მიღებაც პირველი 6 თვის განმავლობაში. მცირე რაოდენობით ასპირინი გადადის დედის რძეში, ამიტომ 300 მგ-ზე მეტი დოზით იგი არ ინიშნება.
პაციენტები კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით, გულის უკმარისობით, საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. იშვიათად ასპირინის ხანგრძლივი მიღება იწვევს ანემიას ფარული სისხლდენის გამო. თავბრუსხვევა და ყურებში შუილი ბავშვებში და ხანდაზმულებში პრეპარატის ჭარბი დოზირების გამოვლენაა. ასთმით, ცხვირის პოლიპებით, სხვადასხვა ალერგიებით დაავადებულები არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას ასთმის შეტევის პროვოცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ასპირინის მცირე დოზაც კი ამცირებს შარდმჟვა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს. ოპერაციის წინ ასპირინის მიღებისას ქირურგი ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ასპირინი კარდიო აძლიერებს:
ანტიკოაგულანტების მოქმედებას;
ალკოჰოლთან და კორტიკოსტეროიდებთან დანიშვნისას კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს;
ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატული წამლების კონცენტრაციას სისხლში;
იწვევს ჰიპოგლიკემიას სულფანილშარდოვანას პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას;
აძლიერებს მეტოტრექსატის მოქმედებას;
აძლიერებს სულფანილამიდების მოქმედებას;
აძლიერებს ტრიიოდთირონინის მოქმედებას;

ერთდროული დანიშვნისას ამცირებს ალდოსტერონის ანტაგონისტების, მარყუჟოვანი შარდმდენების, ჰიპოტენზიური საშუალებების, შარდმჟავას გამომყოფი წამლების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: BAYER AG, გერმანია

გაფრთხილება