ასპირინი C – ASPIRIN C

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასპირინი C – ASPIRIN C-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): აცეტილსალიცილის მჟავა, ასკორბინის მჟავა/ACETYLSALICYLIC ACID; ASCORBIC ACID

ასპირინი C – ASPIRIN C-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.


ასპირინი C – ASPIRIN C აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა 400 მგ
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) 240 მგ

ჩვენებები:
ასპირინი-C გამოიყენება საშუალო და მსუბუქი ხარისხის თავის ტკივილის, სიცხის და გაცივების დროს.
შენიშვნა:
ასპირინი-C გამოყენება არ შეიძლება ხანგრძლივად და ჭარბ დოზებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო. ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ და იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პრეპარატები არაეფექტურია.

მიღების წესები და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტები იხსნება წყალში.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში: ერთჯერადი – 1-2 ტაბლეტი, დღიური – 8 ტაბლეტამდე.
რეკომენდებული დოზა ბავშვებში 3 წლიდან:
ერთჯერადი – 1/2-დან 1/5 ტაბლეტი. დღიური – 1-4 ტაბლეტამდე.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები); ძალიან იშვიათ შემთხვევებში – კუჭნაწლავის მხრიდან სისხლდენები, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უკუჩვენებები:
ასპირინი-C გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილების დროს.
სიფრთხილე:
ასპირინი-C გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით შემდეგ შემთხვევებში:

ასპირინი C დანიშვნა ერთდროულად სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად (მაგალითად კუმარინის წარმოებული, ჰეპარინი);
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობის დროს;
ასთმის ან მომატებული მგრძნობელობის დროს სალიცილატების, სხვა ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებების ან სხვა ალერგენების მიმართ;
კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული დაავადებების დროს;
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს, ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში.

შენიშვნები:
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (ცხვირის პოლიპები) ან სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექცია, მომატებული მგრძნობელობისას ტკივილგამაყუჩებელ და რევმატიზმის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალებების მიმართ, ასპირინი C-მ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის პროვოცირება (ე.წ. ინტოლერანტობა ანალგეტიკების მიმართ, ანალგეზიური ასთმა). პრეპარატის მიღებამდე ასეთ პაციენტებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ასევე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიულობა). ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ბავშვებში და მოზარდებში ასპირინი-C ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, ვინაიდან შესაძლებელია რეის სინდრომის განვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში აღინიშნება თავბრუსხვევა და ყურში შუილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ასპირინი-C და ანტიკოაგულანტების (კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი) ერთდროული გამოყენებისას იმატებს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების განვითარების რისკი.
ასპირინი- C კომბინირებისას კორტიკოსტეროიდებთან, სხვა არასტეროიდულ, ჰიპოგლიკემიურ (სულფანილშარდოვანა) და სიმსივნის საწინააღმდეგო (მეტოტრექსატი) პრეპარატებთან შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები.
ასპირინი- C კომბინირების დროს მცირდება: სპირინოლაქტონის, ფუროსემიდის, პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალების მოქმედება.
ამიტომ ასპირინის გამოყენება ზემოთ აღნიშნულ საშუალებებთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

მწარმოებელი: BAYER, გერმანია

გაფრთხილება