ასპირინი 100 – ASPIRIN 100

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასპირინი 100 – ASPIRIN 100-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): აცეტილსალიცილისმჟავა/ ACETYLSALICYLIC ACID

ასპირინი 100 – ASPIRIN 100-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული
საშუალება
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა………..  100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ცელულოზის ფხვნილი 10 მგ., სახამებელი 10 მგ.


ასპირინი 100 – ASPIRIN 100 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ასპირინი ეკუთვნის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მას გააჩნია გამოხატული ანალგეზიური, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგაციული მოქმედება.

ჩვენებები:
გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილის სინდრომის მოსახსნელად (სახსრების, კუნთების, კბილის ტკივილისა და მენსტრუაციის), აგრეთვე ციებ-ცხელების დროს.

მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილთათვის: ერთჯერადი დოზა შეადგენს 100 მგ. რეკომდენებული სადღეღამისო დოზა 300 მგ (3 ტაბლეტი დღეში).
იმ შემთხვევაში, თუ სადღეღამისო დოზა 300 მგ-ს აღემატება, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას პრეპარატი ასპირინ C, რომელიც შეიცავს 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავას, ან ასპირინი 500 მგ-იანი. 100 მგ-იანი ასპირინი სასურველია მივიღოთ საკვების მიღების შემდეგ გარკვეული რაოდენობის წყლის მიყოლებით. არასასურველი გვერდითი მოვლენების არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს. მკურნალობის კურსის შემდგომი გაგრძელება უნდა შევუთანხმოთ მკურნალ ექიმს.
ბავშვებისათვის: 100 მგ ასპირინის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, იმ შესაძლო რისკის გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია მეტად იშვიათ და სიცოცხლისათვის საშიშ რეინოს სინდრომის წარმოქმნასთან, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალოფატიის განვითარება და ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება.
ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზები:
2-დან 3 წლამდე – 100 მგ დღე-ღამეში (1 ტაბ.);
4-დან 6 წლამდე – 200 მგ დღე-ღამეში (2 ტაბ.);
7-დან 9 წლამდე – 300 მგ დღე-ღამეში (3 ტაბ.).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე);
ტკივილები კუჭის არეში;
სისხლში თრომბოციტების რიცხვის შემცირება. იშვიათად პრეპარატის ხშირად ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, რომელსაც ახლავს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები, შავი ფერის (კუპრისმაგვარი) ფეკალური მასის წარმოქმნა, საერთო სისუსტე, ანემია.
მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:
აბსოლუტური:
მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლდენისადმი მიდრეკილებით;
მაღალი მგრძნობელობა სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
შედარებითი:
100 მგ ასპირინის მიღება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:
ერთდროული მკურნალობა ანტიკოაგულანტებით (კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი);
გლუკოზა-6 -ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა;
ბრონქული ასთმა;
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
თირკმლების ფუნქციის დარღვევა;
ნიკრისის ქარი;
შაქრიანი დიაბეტი;
ორსულობა, ლაქტაცია;
12 წლის ასაკამდე ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია შეაღწიოს პლაცენტურ ბარიერსა და დედის რძეში, ამიტომ 100 მგ ასპირინის მიღება ლაქტაციისა და ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ და ბოლო ტრიმესტრში, შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
ზოგადი ცნობები:
ასპირინი მთელ მსოფლიოში აღიარებული, იოლად გადასატანი სამკურნალო საშუალებაა ტკივილებისა და სხვადასხვა ანთებითი პროცესების მკურნალობისათვის;
ასპირინი 100 არის სპეციალური ასპირინი ყველასათვის, ვისაც ესაჭიროება აცეტილსალიცილის მჟავა მცირე დოზით. პრეპარატის დოზირება შეიძლება ზუსტად მოვახდინოთ ნებისმიერი ასაკის ჯგუფისათვის, ის საიმედოა და ეფექტური. ასპირინი 100 ხელს უშლის პროსტაგლანდინების წარმოქმნას – ნივთიერების, რომელიც იწვევს ტკივილის წარმოქმნას;
ასპირინი 100 არ ახდენს უარყოფით გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე საგზაო მოძრაობის დროს.

ჭარბი დოზირება:
ძირითადი სიმპტომები, რაც შეიძლება აღინიშნოს ასპირინის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგად (300 მგ-ზე მეტი):
თავბრუსხვევა;
ხმაური ყურებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ასპირინის ანტიკოაგულანტებთან (კუმარინთან და ჰეპარინთან) ერთდროული დანიშვნა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკთან არის დაკავშირებული.
ასპირინმა შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების, სხვა არასტეროიდული საშუალებების, ანტიდიაბეტური (შარდოვანას მჟავა) და სიმსივნის საწინააღმდეგო (მეტოტრექსატი) საშუალებების არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

მწარმოებელი: BAYER, გერმანია

გაფრთხილება