ბიოანტიოქსი / Bioantioxi

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიოანტიოქსი / Bioantioxi-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიოანტიოქსი / Bioantioxi-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბიოანტიოქსი / Bioantioxi აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ყურძნის წიპწის მშრალი ექსტრაქტი “ბიოფლავი – 1” _ 0,1გ; ვიტამინი _ 0,05გ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
”ბიოანტიოქსი” არის P ვიტამინური აქტივობის მქონე საშუალება, გამოიყენება P ვიტამინის ჰიპო და ავიტამინოზით გამოწვეული დაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით. ყურძნის წიპწის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – პროანთოციანიდინებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იკავშირებენ თავისუფალ რადიკალებს და იცავენ ორგანიზმს მათი ტოქსიური ზემოქმედებისაგან.Aასევე პროანთოციანიდინები აფართოებენ სისხლძარღვებს, ამცირებენ მათ სიმყიფეს, ზრდიან მათ ელასტიურობას, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას, ხელს უწყობენ კოლაგენის სტრუქტურის შენარჩუნებას, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ემსახურებიან ვარიკოზების პროფილაქტიკას, ხასიათდებიან ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ეფექტით;

ჩვენებები
გამოიყენება: სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევისას, კაპილარების კედლების განვლადობის შემცირების მიზნით, სისხლძარღვთა და იმუნოკომპეტენტური სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად მოზრდილებში: 1_2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ორსულები და მეძუძური ქალები.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობისას მნიშვნელოვანია კვებითი დანამატის ყოველდღე და ერთსა და იმავე დროს მიღება.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება