ბიო დრეინი / BioDrain

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიო დრეინი / BioDrain-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიო დრეინი / BioDrain-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბიო დრეინი / BioDrain აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
BioDrain დამზადებულია ბალახების საფუძველზე, რომელიც წარმატებით გამოიყენება დანიაში 10 წელზე მეტხანს. რბილი ეფექტური ანტიოქსიდანტური ფორმულა ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას.
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
333 მგ ხილის-ოლიგოსაქარიდები (ინულინი) მცენარეული ფესვების ბოჭკოები
200 მგ ხილის და მცენარეების ბოჭკოები
130 მგ ციტრუსების რბილობი ნაწილები
80 მგ ჭინჭრის ექსტრაქტი (Urtica dioica) 5:1, რაც შეესაბამება 400 მგ მშრალ ფოთლებს
85 მგ ბაღის სატაცური (Asparagus officinalis) 5:1, რაც შეესაბამება 425 მგ მშრალ წამოზრდილ ნედლეულს.
37 მგ ცინარას ექსტრაქტი (Cynara scolymus) 13.5:1, რაც შეესაბამება 499,5 მგ მშრალი ფოთლებს.
55 მგ ნიახურის ექსტრაქტი (Apium graveolens) 5:1, რაც შეესაბამება 275 მგ მშრალ ფესვებს
50 მგ ბაბუაწვერას ექსერაქტი (Taraxacum officinale) 5:1, რაც შეესაბამება 250 მგ მშრალ ფესვებს
21 მგ ბექონდარას ექსტრაქტი (Thymus vulgaris) 5:1, რაც შეესაბამება 104 მგ მშრალ ბალახს
დამატებითი ინგრედიენტები:
ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ენერგეტიკული შემადგენლობა: 1 ტაბლეტი, 1/0
(კჯლ/კკალ)
ცილები 50 მგ
ცხიმები 0 მგ
ნახშირწყლები 0 მგ

ჩვენებები
BIO DRAIN რეკომენდებულია:
• ორგანიზმის გაწმენდისა და ღრმა დეტოქსიკაციისთვის
• წონის დაკლებისთვის
• კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დარღვევების დროს
• ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში
• ალერგიული რეაქციების და დერმატიტების კომპლექსურ თერაპიაში

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისა და მოზარდებისთვის 15 წლის ასაკის ზევით 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ვინაიდან სასურველი ეფექტი მიიღება 2 კვირის შემდეგ, მაქსიმუმ – 6 კვირის თავზე. არ დაგავიწყდეთ წყლის დიდი რაოდენობის მიღება (მინიმუმ 1 ლიტრი, სასურველია 1.5-2 ლიტრი დღეში.
რეკომენდებულია 4–6 კვირიანი კურსი წელიწადში 4–ჯერ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.
სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურისა.
წარმოებულია სისუფთავის და ინგრიდიენტების შემადგენლობის ფარმაცევტული კონტროლის ქვეშ GMP-ის მოთხოვნების თანახმად.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნიუ ნორდიკ, შვედეთი

გაფრთხილება