Bordetella bronchiseptica

Bordetella bronchiseptica  (ლათ.)- გრამუარყოფითი, ჩხირისებრი ბაქტერიების ჯგუფი ბორდეტელას გვარიდან. იშვიათად, ბაქტერიამ შეიძლება ადამიანებში,  გამოიწვიოს ბრონქიტი. Bordetella bronchiseptica  გარემოში ხშირად, დიდხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ადამიანები არ არიან მისი ბუნებრივი მტარებლები. გარდა ადამიანისა, ბაქტერია აზიანებს ძაღლების, კატების, ბოცვრების და სხვა ცხოველების სასუნთქ გზებს. Bordetella pertussis-საგან განსხვავებით, Bordetella bronchiseptica მდგრადია მაკროლიდების და ცეფალოსპორინების ჯგუფის ბაქტერიების მიმართ. B. Bronchiseptica არ გამოიმუშავებს ტოქსინს, თუმცა მას ტოქსინის გენები შენარჩუნებული აქვს, რაც ხაზს უსვამს Bordetella pertussis-თან ევოლუციურ კავშირს. ვეტერინალურ მედიცინაში  B. Bronchiseptica-ს მიერ გამოწვეული ცხოველების ინფიცირება სერიოზულია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.