Bordetella pertussis

Bordetella pertussis (ლათ.) – (სინონიმები: ბორდე-ჟანგუს ბაქტერია, ყივანახველას ჩხირი) – პატარა, უმოძროა, სპორის არ წარმომქმნელი, აერობული გრამუარყოფითი კოკობაცილა. ადამიანებში იწვევს, ბრონქების ეპითელის სპეციფიკურ დაზიანებას, რომელსაც ყივანახველა ეწოდება. Bordetella pertussis-ის ერთადერთი ცნობილი მტარებელი არის ადამიანი. თუმცა, ექსპერიმენტულად  ბაქტერიით, შესაძლებელია  პრიმატების და თაგვების ინფიცირება. Bordetella pertussis-ი კულტურალურ არეში საჭიროებს ე.წ. V და X ზრდის ფაქტორებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.