Borrelia recurentis

Borrelia recurentis (ლათ.) (შებრუნებითი ტიფის ბორელია) აღმოჩენილია 1868 წელს ო.ობერმეიერის მიერ. წარმოადგენს ეპიდემიური შებრუნებითი ტიფის ეტიოლოგიურ აგენტს. დაავადება ადამიანიდან ადამიანში, ჩვეულებრივ გადააქვს ტკიპებს. ბაქტერიის უჯრედი სპირალისებური ძაფია, სიგრძით 8-16 მკმ, სიგანე 0.35-0.5 მკმ. ბოლოები წამახვილებულია. მოძრავია. გრამუარყოფითი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.