Caedibacter

Caedibacter
 (ლათ.) – ბაქტერიის გვარი, რომელიც სიმბიოზურ ურთიერთობაში იმყოფება ინფუზორიასთან – გვარი Paramecium. ბაქტერიების პოპულაციის ნაწილი წარმოქმნის R-სხეულაკს, რაც მასპინძელ-ინფუზორიებს ანიჭებს მკვლელის თვისებას (ინფუზორიები კლავენ იმ ინფუზორიებს, რომლებსაც არ გააჩნია აღნიშნული ბაქტერია). Caedibacter-ის სახეობები ბინადრობენ ინფუზორიის Paramecium-ის გვარის სხვადასხვა სახეობებში. ინფუზორიის და ბაქტერიის სიმბიოზის შესწავლით გაირკვა, რომ შესაბამის გენებში, არის 8 სხვადასხვა ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა, რომელთა ცილოვანი პროდუქტები,  ტოქსინებია ინფუზორიების   შტამების მიმართ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.