Chlamydia trachomatis

Chlamydia trachomatis   (ლათ.) – ქლამიდიის სახეობა. უმოძრაო, კოკის მსგავსი, გრამუარყოფითი, ობლიგატური, შიდაუჯრედული  მიკროორგანიზმები. ქლამიდიები ძირითადად აზიანებენ, ადამიანის შარდ-სასქესო სისტემას. არაგონოკოკური ურეთრიტების 60%-მდე მოდის უროგენიტალურ ქლამიდიოზზე. ორგანიზმში ქლამიდიები დიდხანს ფარულად არსებობენ, მასპინძელი ორგანიზმისათვის არახელსაყრელი პირობებისას (ანტიბიოტიკებით მკურნალობა, გადაცივება, გაციება და სხვა), ქლამიდიები აქტიურდებიან და შეუძლიათ L-ფორმად გარდაიქმნან, ამის გამო ისინი უჯრედის შიგნით დიდხანს პარაზიტობენ და არ არიან კონფლიქტში, მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სისტემასთან. ორგანიზმში უჯრედების გაყოფისას ქლამიდია გადაეცემა შვილეულ უჯრედს.
Chlamydia trachomatis-ში გამოიყოფა შემდეგი ანტიგენური სეროტიპები:
A,B,Ba,C —  იწვევს ტრაქომას;
D,E,F,G,H,I.J,K — იწვევს კონიუნქტივიტს და უროგენიტალურ ინფექციებს;
L1,L2,L3 — იწვევს ვენერიულ ლიმფოგრანულემას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.