Mycobacterium bovis

Mycobacterium bovis  (ლათ.) – ნელა მზარდი (16-დან 20 საათამდე) მიკობაქტერიების სახეობა. მსხვილ რქოსან პირუტყვში, არის ტუბერკულოზის აღმძვრელი  („ხარის  ტუბერკულოზი“, „მარგალიტის დაავადება“). მიეკუთვნება M. Tuberculosis კომპლექსს –  მიკობაქტერიების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანებში იწვევს ტუბერკულოზს. M. Bovis-ი ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული რძის დალევის შემდეგ, გადაცემა შესაძლებელია აეროზოლის წვეთებით და მტვრის ნაწილაკებით. რძის პასტერიზაციის გამო, ადამიანის ტუბერკულოზით დაავადებაში მისი წილი მცირეა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში მისი წილი ისევ მაღალია. 1920 წლიდან M. Bovis-ის დასუსტებული შტამი, შედის ტუბეკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.