Mycobactérium kansasii

Mycobactérium kansasii
(ლათ.) – ნელა მზარდი ბაქტერიების სახეობა. შედის ახლონათესაური სახეობების NTBC (ინგლ. Non Mycobacterium tuberculosis complex) ჯგუფში, რომლებსაც შეუძლიათ მიკობაქტერიოზების გამოწვევა. დაავადება უპირატესად ვლინდება, ადამიანის სასუნთქი სისტემის დაზიანებით, სადაც ჩათრეულია ფილტვების ზედა წილის ქსოვილები. სადღეისოდ მათ მიერ ადამიანის ინფიცირება, საგრძნობლად შემცირებულია. შტამების უმრავლესობა მგრძნობიარეა რიფამიცინის მიერ, თუმცა შეუძლიათ გამძლეობა გამოავლინონ იზონიაზიდის, ეთამბუტანოლის, სტრეპტომიცინის მიმართ. Mycobacterium kansasii-ის როლი ადამიანის პათოლოგიაში ფასდება Davidson-ის 10 ბალიანი სისტემის მიხედვით 6 ბალით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.