Mycobacterium xenopi

Mycobacterium xenopi  (ლათ.) – ნელა მზარდი მიკობაქტერიების სახეობა.  M. Xenopi-ის დამახასიათებელი ნიშანია, ნახველის ან სხვა ნატიური მასალის, მიკროსკოპირებით მისი აღმოჩენა. მიკობაქტერიები ჩხირისებრი ფორმის არიან, განლაგდებიან ერთმანეთის მიმართ პარალელურად. საკვებ არეზე ზრდისას, M. Xenopi-ის მეტ-ნაკლებად მუდმივი ფენოტიპური ნიშანი, არის მისი დადებითი რეაქცია არილსულფატაზაზე (შტამების 60%). შედის ახლონათესაური სახეობების NTBC (ინგლ. Non Mycobacterium tuberculosis complex) ჯგუფში, რომლებსაც შეუძლიათ მიკობაქტერიოზების გამოწვევა. დაავადება უპირატესად ვლინდება ადამიანის სასუნთქი სისტემის დაზიანებით, სადაც ჩათრეულია ფილტვების ზედა წილის ქსოვილები. მიკობაქტერია ყველაზე ხშირად გამოიყოფა, კომუნალური სასმელი წყლებიდან (ცხელი წყლების ცათვლით). შტამების უმრავლესობა მგრძნობიარეა ყველა ანტიტუბერკულოზური პრეპარატების მიმართ. Mycobacterium Xenopi-ის როლი ადამიანის პათოლოგიაში ფასდება Davidson-ის 10 ბალიანი სისტემის მიხედვით 6 ბალით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.